ელექტროროლლერი პედიკურისთვის WELSS WS 7070A​

WS 7070

65.04 

ძველი ფასი: 81.30 
ელექტროროლერი პედიკურისთვის WELSS WS 7070A! მოწყობილობის გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას! უსაფრთხოების ზომები მოწყობილობა განკუთვნილია ტერფების კომპლექსური მოვლისთვის. სათუთად მოეპყარით მოწყობილობას. გამოიყენეთ მოწყობილობა დანიშნულებისამებრ. შეინახეთ ინსტრუქცია და გამოიყენეთ...
+

ელექტროროლერი პედიკურისთვის WELSS WS 7070A!

მოწყობილობის გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას!

უსაფრთხოების ზომები

  • მოწყობილობა განკუთვნილია ტერფების კომპლექსური მოვლისთვის.
  • სათუთად მოეპყარით მოწყობილობას.
  • გამოიყენეთ მოწყობილობა დანიშნულებისამებრ.
  • შეინახეთ ინსტრუქცია და გამოიყენეთ შემდეგშიც.
  • მოწყობილობა განკუთვნილია ინდივიდუალური მოხმარებისთვის.
  • მოწყობილობა განკუთვნილია მოხმარებისთვის სახლის პირობებში.
  • მოწყობილობის გამოყენება აკრძალულია დიაბეტის და სისხლის ცუდი ცირკულაციის დროს.
  • მოწყობილობის გამოყენება დაუშვებელია კანის ანთებითი პროცესების, გაღიზიანებების და გაწითლების დროს.
  • მოწყობილობა არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის, სენსორული ან გონებრივი შეზღუდულობის მქონე პირებისთვის.
  • თუ თქვენ გაქვთ ჩაყენებული კარდიოსტიმულატორი (პექსმეიკერი) მოწყობილობის გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
  • მოწყობილობის გამოყენება აკრძალულია ღია ჭრილობების, დაბეჟილობების და დამწვრობის არსებობის შემთხვევაში.
  • კანის დაავადებების არსებობის შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
  • შეწყვითეთ მოწყობილობის გამოყენება გაწითლწების, გაღიზიანებების ან სისხლდენის აღმოჩენის შემთხვევაში.
  • პედიკური უნდა გაკეთდეს მშრალ კანზე.
  • საპრიალებელი გორგოლაჭის დაზიანების ან გაცვეთის შემთხვევაში შეწყვიტეთ მოწყობილობის მოხმარება.
  • შეინახეთ მოწყობილობა გრილ მშრალ ადგილას პირდაპირი მზის სხივების მოხვედრიდან დასაცავად.

ელექტრიროლერის სქემა

1. საპრიალებელი გორგოლაჭი.

2. დამცავი თავსახური.

3. ცოცია ამომრთველი/ჩამრთველი

4. AAA ტიპის ბატარეების ბუდის ხუფი.

  • შეინახეთ მოწყობილობა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • არ დადოთ და არ შეინახოთ მოწყობილობა ისეთ ადგილას, სადაც ის შეიძლება ჩავარდეს წყლით სავსე ვანაში ან ნიჟარაში.
  • არ გამოიყენოთ მოწყობილობა შხაპის და ვანის მიღების დროს.
  • არ ჩადოთ მოწყობილობა წყალში ან რაიმე სხვა სითხეში.
  • თუ მოწყობილობა დაზიანებულია, შეწყვიტეთ მისი მოხმარება.
  • არ ჩართოთ მოწყობილობა თუ საპრიალებელი გორგოლაჭი არ არის მიერთებული.
  • პროცედურის დამთავრებისას გამორთეთ მოწყობილობა.
  • არ ჩართოთ მოწყობილობა ადგილებში, სადაც იფრქვევა აეროზოლი ან გამოიყენება ადვილააალებადი სითხეები.
  • არ ეცადოთ დამოუკიდებლად შეაკეთოთ ნაკეთობა.
  • ნაკეთობის დაზიანების შემთხვევაში მიმართეთ სერვის-ცენტრს.

მოწყობილობის გამოყენება

გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

1. მოხსენით ბატარეების ბუდის ხუფი.

2. ჩადევით ბუდეში 2 AAA ტიპის ბატარეა.

3. დახურეთ ხუფი.

4. მოწყობილობა მზად არის მოხმარებისთვის.

მოწყობილობა განკუთვნილია ტერფებზე და ქუსლებზე უხეში გარქოვანებული კანის მოშორებისთვის. სხვა მიზნით მოწყობილობის გამოყენება აკრძალულია!

პედიკურის პროცედურა მოწყობილობის გამოყენებით უნდა განხორციელდეს მშრალ კანზე.

1. მოწყობილობის გამოყენების წინ კარგად დაიბანეთდა შემდეგ კარგად შეამშრალეთ ფეხები.

2. ჩადგით მოწყობილობაში ბატარეები და მოხსენით დამცავი თავსახური.

3. ჩასვით მოწყობილობაში აუცილებელი საპრიალო გორგოლაჭები.

4. მოწყობილობა მზად არის გამოყენებისთვის.

5. ჩართეთ მოწყობილობა.

6. ჩართეთ მოწყობილობა. ფრთხილად, ზედმეტი ძალდატანების გარეშე გადაატარეთ მოწყობილობა კანის გარქოვანებულ ნაწილებზე საშუალოდ 2-3 წამი.

7. ძლიერი ძალისხმევის შემთხვევაში მოწყობილობა გამოირთვება.

8. დაამუშავეთ კანი სანამ ის არ გახდება რბილი და პრიალა.

9. გაწითლების შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამორთეთ მოწყობილობა.

10. თუ თქვენ კმაყოფილი დარჩით შედეგით გამორთეთ მოწყობილობა.

11. პროცედურის შემდეგ დაიბანეთ ფეხები, დაატანეთ კრემი.

12. გაწმინდეთ მოწყობილობა, დახურეთ საპრიალებელი გორგოლაჭის ბუდე დამცავი ხუფით.

13. შეინახეთ მოწყობილობა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

საპრიალებელი გორგოლაჭების გამოცვლა

1. საპრიალებელი გორგოლაჭები შედგება მსხვრევადი ნაწილებისგან და მოეპყარით მათ დელიკატურად.

2. იყავით მაქსიმალურად ფრთხილი საპრიალებელი გორგოლაჭების შეცვლის დროს. მიშვნელოვანია! საპრიალებელი გორგოლაჭების გაცვეთა ან დაზიანება გამოიწვევენ კანის დაზიანებას.

3. მოწყობილობის კომპლექტში შედის საპრიალებელი გორგოლაჭის ორი ტიპი:

- ნორმალური კანისთვის

- მგრძნობიარე კანისთვის.

4. საპრიალებელი გორგოლაჭების გამოცვლის ან ჩასმა/გამოღების დროს დარწმუნდით რომ მოწყობილობა გამორთულია.

მოწყობილობის მოვლა

აკრძალულია მოწყობილობის მოთავსება წყალში ან რაიმე სხვა სითხეებში.

მნიშვნელოვანია! საპრიალებელი გორგოლაჭების გასაწმენდათ გამორიცხეთ ნებისმიერი ტიპის სითხე.

1. გამორთეთ მოწყობილობა.

2. მოხსენით საპრიალებელი გორგოლაჭები.

3. გაწმინდეთ მოწყობილობა მშრალი ქსოვილით.

4. დახურეთ დამცავი ხუფი.

კომპლექტაცია

  • ელექტროროლერი პედიკურისთვის ..............................1 ც.
  • გამოსაცვლელი საპრიალებელი გორგოლაჭები

ნორმალური კანისთვის......................................................2 ც.

  • გამოსაცვლელისაპრიალებელიგორგოლაჭები

მგრძნობიარეკანისთვის.....................................................2ც.

  • დამცავი ხუფი........................................................................1ც.
  • ბატარეები არ შედის კომპლექტში.

ტექნიკური მახასიათებლები:

კვება.....................................................2 AAA ტიპის ბატარეა

მოწყობილობის ზომა........................155 x 58 x 48 მმ.

მასალა..................................................აბც-პლასტიკი

მოწყობილობის წონა..........................69 გრ.

შეფუთვის წონა.....................................180 გრ.

საგარანტიო ვადა: 12 თვე შეძენის დღიდან.







კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმიხილვის დაწერა

ინფო ბლოკი