სახის ლიფტინგის და გაახალგაზრდავების სისტემა ხუთი ერთში WELSS WS 7055​

10 ცალი;
WS 7055

221.14 

ძველი ფასი: 276.42 
სახის ლიფტინგის და გაახალგაზრდავების სისტემა ხუთი ერთში WELSS WS 7055 გაეცანით ინსტრუქციას სახის ლიფტინგის და გაახალგაზრდავების სისტემა ხუთი ერთში WELSS WS 7055 გამოყენების წინ. აპარატი განკუთვნილია მხოლოდ სახლის პირობებში მოხმარებისთვის და მხოლოდ კოსმეტიკური მიზნით. მოცემული აპარატის...
+

სახის ლიფტინგის და გაახალგაზრდავების სისტემა ხუთი ერთში WELSS WS 7055

გაეცანით ინსტრუქციას სახის ლიფტინგის და გაახალგაზრდავების სისტემა ხუთი ერთში WELSS WS 7055 გამოყენების წინ.

აპარატი განკუთვნილია მხოლოდ სახლის პირობებში მოხმარებისთვის და მხოლოდ კოსმეტიკური მიზნით.

მოცემული აპარატის გამოყენება სამედიცინო მიზნით ან დაავადებების სამკურნალოდ აკრძალულია მწარმოებლის მიერ.


უსაფრთხოება

  • არ დაშალოთ აპარატი დამოუკიდებლად.
  • შეინახეთ აპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • არ დატოვოთ აპარატი მზის პირდაპირი სხივების ქვეშ ან გამათბობელთან.
  • არ დაუშვათ წყლის მოხვედრა აპარატის კორპუსში.
  • გამოყენების შემდეგ არ დაგავიწყდეთ აპარატის გამორთვა ქსელიდან.
  • აპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია.

გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია თუ გადიხართ მკურნალობას ან იტარებთ სხვა კოსმეტოლოგიურ პროცედურებს.

აპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის!

სახის ლიფტინგის და გაახალგაზრდავების სისტემა ხუთი ერთში WELSS WS 7055 ახდენს ბიო-ტალღების ძალის ფოკუსირებას და ამისამართებს მას ღრმად კანქვეშა ფენებში სამკურნალო სითბოს გენერირებით. თქვენი კანი აღდგება შიგნიდან. თქვენ უცებ შეამჩნევთ შედეგს. ნაოჭები საგრძნობლად მცირდება, კანი გახდება პრიალა და დატენიანებული.

პროცედურები უნდა ჩაატაროთ კვირაში 3 ჯერ. გამასანჯაღებელი კურსისთვის საჭიროა 6-დან 8 კვირამდე კანის ტიპიდან და ინდივიდუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე. პროცედურების კურსი უნდა ჩაიტაროთ წელიწადში 3-4 ჯერ. სტაბილური შედეგისთვის კურსებს შორის არ დაგავიწყდეთ დამხმარე პროცედურების ჩატარება კვირაში ორჯერ.

აპარატი კომპაქტურია, უსაფრთხოა და მოხერხებულია გამმოყენებაში.

უხდება ყველა ტიპის კანს.

მოწყობილობა

შუქის დისპლეი

1. ულტრაბგერითი მასაჟი (5 დონე)

2. იონი+კანის გაწმენდა+კანის კვება

3. მიკრომასაჟი (მუდმივი ან პულსირებადი რეჟიმი)

4. კვანტური თერაპია (სამი რეჟიმი Red, Blue, Green)

5. დროის დაყენება.

Power on/off - ჩართვა/გამორთვის ღილაკი

Mode selection - რეჟიმის არჩევა

Levels adjustment - რეგულირების დონეები

Confirm key - დადასტურების ღილაკი

ფუნქციები

სახის ლიფტინგის და გაახალგაზრდავების სისტემა ხუთი ერთში WELSS WS 7055მოხმარების პირველი დღიდან შესამჩნევი შედების მიღებას იძლევა .

მასაჟიორის მოქმედება მიმართულია

  • ასაკობრივ ცვლილებებთან
  • ნაოჭებთან, სტრიებთან, ნაწიბურებთან
  • ფერიმჭამელებთან, „შავ წერტილებთან“
  • აკნესთან და ეკზემასთან
  • შეშუპებებთან და თვალებს გარშემო მუქ ლაქებთან
  • კანის ატროფირაბასთან და კანის არაჯანსაღ ფერთან
  • დაბალ მეტაბოლიზმთან
  • კანის სიმშრალესთან და აქერცვლასთან

ბრძოლაში.

რეჟიმი „ულტრაბგერა“ მოიცავს 3 ძირითად ფუნქციას:

ულტრაბგერითი უჯრედებს შიგა მასაჟი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ახალი უჯრედების ფორმირებას, რომლებიც თავის მხვრივ ხელს უწყობენ რეგენერაციის პროცესის უზრუნველყოფას. ულტრაბგერა ზრდის კანის ელასტიურობას, აძლიერებს კანქვეშა კუნთებს, ახდენს კოლაგეის ბოჭკოების შექმნის სტიმულირებას. ეს ყველაფერი ხელს უწყობს სახის ოვალის კორექტირებას, კანი იჭიმება, იძენს სიმკვრივეს და სილამაზეს. მასაჟიორი რეჟიმით „ულტრაბგერა“ სასარგებლოა ნებისმიერი ქალისთვის, რომელიც ყურადღებას აქცევს საკუტარ თავს და კანის მდგომარეობას.

ულტრაფონორეზი. ულტრაბგერა ზრდის პრეპარატების მოქმედების აქტივობას, ხელს უწყობს მათ ღრმა შეღწევას, ახანგრძლივებს მათი მოქმედების ვადას. ამიტომ სახის ლიფტინგის და გაახალგაზრდავების სისტემის ხუთი ერთში WELSS WS 7055 გამოყენება ძალიან ეფექტურია სახისა და ტანის მოვლის სპეციალურ კოსმეტიკასთან კომბინაციაში. ულტრაფონორეზის გამოყენება იძლევა საგრძნობ დადებით ეფექტს მრავალი სხვა პროცედურის დროს:

  • ნაოჭების პროფილაქტიკა და შემცირება.
  • სახის კანის, კისრის და დეკოლტეს ზონის ელასტიურობის და ტონუსის გაუმჯობესება.
  • სახისა დ აკისრის ასაკობრივი ცვლილებების რეაბილიტირება ქირურგიული მკურნალობის შემდეგ.
  • ცხიმის დაწვა და ლიმფოდრენაჟი.
  • ნაწიბურების მკურნალობა.

ლიფტინგი სახის აჭიმვის უოპერაციო მეთოდს წარმოადგენს. მისი მეშვეობით ხდება სახის კონტურის სრულყოფილება, უჯრედების სტიმულაცია, კანი ახალგაზრდავდება. ამ პროცედურის განსაკუთრებულობა გამოიხატება ბიოპოლარულ ზემოქმედებაში, რომელიც დელიკატურად და მაქსიმალურად ზუსტად „ კრავს“ კოლაგენის ბოჭკოებს.

რეჟიმი „გალვანო-თერაპია“

გალვანო-თერაპია კანის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთერთი ხერხია. ეს ხდება დადებითი და უარყოფითი პოლარობის გალვანური დენის წყალობით. ულტრაფონორეზის გალვანური დენის მოქმედების დროს ხდება სისხლძარღვების გაფართოება, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.დენის მოქმედების ადგილზე ხდება ისეთი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამომუშავება როგორიც არის გისტამინი, სეროტონინი და ა.შ.

გალვანური დენი ახდენს ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონალური მდგომარეობის ნორმალიზებას, ხელს უწყობს გულის ფუნქიონალურ შესაძლებლობებს, ასტიმულირებს შიდა ჯირკვლების სეკრეციის მოქმედებას. ის ასევე აჩქარებს რეგენერაციის პროცესს.

სასარგებლოა ამ პროცედურის ჩატარება

  • ღია ფერიჭამელების;
  • სებორეის;
  • შავი წერტილების;
  • კანის ზედმეტი ცხიმის;
  • მოდუნებული მჭკნარი კანის;
  • კანის ფოტოდაბერების ნიშნების;
  • პოსტაკნეს;
  • მიმიკური და ღრმა ნაოჭების;
  • ნაწიბურების არსებობისას.

კვანტური თერაპია

თერაპია Bio RED - წითელიფერისინდიკატორი, შედგება16შუქისდიოდისგან, ტალღისსიგრძე 625+/-3 ნმ.

მოცემულრეჟიმშიმასაჟერი Welss ხელსუწყობსკანისგათეთრებასდადარბილებას, პიგმენტურილაქებისგაუფერულებას, მიმიკურინაოჭებისგასწორებას, ფორებისშეკუმშვას, პროტეინისადაკოლაგენისდაგროვებას.

თერაპია Bio BLUE - ლურჯიფერისინდიკატორი, შედგება16შუქისდიოდისგან, ტალღისსიგრძე 465+/-3 ნმ.

მოცემულრეჟიმში Welss მასაჟიორიხელსუწყობსანთებისჩაქრობას, აჩქარებსქსოვილისრეგენერაციისპროცესს, ფერიმჭამელებისგაქრობას, აკნესმკურნალობას, ნაწიბურებისადასტრეებისგასწორებას.

თერაპია Bio Green - მწვანეფერისინდიკატორი, შედგება16შუქისდიოდისგან, ტალღისსიგრძე 565+/-3 ნმ.

მოცემულრეჟიმში Welss მასაჟიორიხელსუწყობსკანისაღდგენას, გაუვნებლობასდატოქსინებისგამოყვანას, აუმჯობესებსსისხლისადალიმფისმიმოქცევას, რაცხსნისშეშუპებასდამატებსთქვენსკანსჯანმრთელბზინვარეფერს.

კვანტურითერაპიისდროსრეკომენდირებულიადამცავისათვალეებისხმარება.

დამამშვიდებელი მასაჟი

-დაგეხმარებათ დაღლილობის და დაძაბულობის მოხსნაში. როგორც მასაჟის ყველა სახეობა ეს პროცედურა პირველ რიგში ახდენს ზემოქმედებას ნერვულ სისტემაზე, მოყავს ის თანასწორობაში და ჰარმონიაში. ულტრაბგერითი დამამშვიდებელი მასაჟი აყუჩებს ანთების მქონე კანის ზონებს, აცილებს შეშუპებას და მუქ ლაქებს თვალებს გარშემო, მატებს კანს ჯანსაღ ფერს, ასწორებს არასრულყოფილებას.

მომზადება პროცედურებისთვის

პროცედურების ჩატარების საუკეთესო დრო არის ძილის წინ აბაზანის მიღების შემდეგ. შედეგები შესამჩნევი იქნება ლიფტინგის და გაახალგაზრდავების სისტემის ხუთი ერთში WELSS WS 7055 2 კვირის გამოყენების შემდეგ.

მნიშვნელოვანია ზუსტად მიყვეთ ინსტრუქციას და დაიცვათ მასში მითითებული პროცედურების რაოდენობა.

მასაჟის წინ დატესტეთ მასაჟიორის მოქმედება მაჯაზე.

მოწყობილობის მომზადება

  • მოხსენით დამცავი სტიკერი მასაჟორის ზონდს.
  • გაწმინდეთ ღია ზედაპირი მშრალი ან რბილი ხელსახოცით.
  • შეაერთეთ მოწყობილობა ქსელში. დარწმუნდით, რომ მასაჟიორი საკმარისად არის დატენილი.

ზრუნვა სახეზე და სხეულზე

ძალიან მნიშვნელოვანია პროცედურის დაწყების წინ შეარჩიოთ თქვენი ტიპის კაისთვის შესაბამისი კოსმეტიკა. რეკომედაციას ვაძლევთ კოსმეტიკურ საშუალებებს გელის საფუძველზე.

საუკეთესო შედეგის მისაღებად პროცედურა ტარდება სამ ჯერ კვირაში არა უმეტეს 30 წუთის განმავლობაში ყოველი პროცედურის დროს.

ღრმა გაწმენდა

1. ჩართეთ მოწყობილობა, ამოიჩიეთ რეჟიმი “ION+”(cleaning/გაწმენდა) +”Ultrasonic”+”Relax”, დააყენეთ თქვენთვის კომფორტული ინტენსივობა.

2. მნიშვნელოვანი რომ თქვენი სახე და ბამბის ხელსახოცი იყოს დატენიანებული. დაატანეთ გამწმენდი საშუალება სახეზე და მასაჟიორის სამუშაო ზედაპირზე. ნარნარად გადაატარეთ მასაჟიორი ნიკაპიდან საფეთქლამდე, მარჯვნივ და მარცხნივ, ლოყებს გარშემო წრიული მოძრაობებით, არ დაგავიწყდეთ ცხვირ-თუჩის ნაოჭები (სურათი). ყოველი ზონა უნდა დამუშავდეს არა უმეტეს 15 წამისა. პროცედურის ოპტიმალური დრო - 8-10 წუთი. მასაჟის დასრულების შემდეგ დაიბანეთ ხელ-პირი გრილი წყლით. მასაჟიორის სამუშაო სიბრტყე გაწმინდეთ დასველებული ხელსახოცით.

კანის კვება

1. ჩართეთ მოწყობილობა, ამოირჩიეთ რეჟიმი “ION-“(nutrition/კვება)+”Ultrasonic”+”Relax” (მიკრომასაჟი), დააყენეთ თქვენთვის კომფორტული ინტენსივობა. ასეთ მასაჟის ყველაზე მეტად უხდება გელები და შრატები. შესაძლებელია პრეპარატების კომბინირება, ზეთების და ალოე ვერას დამატება.

2. ნარნარად გადაატარეთ მასაჯიორი ნიკაპიდან საფეთქებლამდე, მარჯვნივ და მარცხნივ, ლოყებს გარშემო წრიული მოძრაობებით, არ დაგავიწყდეთ ცხვირ-თუჩის ნაოჭები (სურათი). ყოველი ზონა უნდა დამუშავდეს არა უმეტეს 15 წამისა. პროცედურის ოპტიმალური დრო - 8-10 წუთი. მასაჟის დასრულების შემდეგ დაიბანეთ ხელ-პირი გრილი წყლით. მასაჟიორის სამუშაო სიბრტყე გაწმინდეთ დასველებული ხელსახოცით.

ფოტოგაახალგაზრდავება

-ამორჩევითი მოქმედება კანზე შუქის ინტენსიური ნაკადით, რომელიც არ აზიანებს ქსოვილს.

1. ჩართეთ მოწყობილობა, ამოირჩიეთ რეჟიმი “Photon”+”Red” (წითელი) ინდიკატორი.

2. აუცილებლად გაიკეთეთ სათვალე რათა თავიდან აიცილოთ თვალის რქოვანას დაზიანება.

3. ნარნარად გადაატარეთ მასაჟიორი სახეზე. სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს 10-15 წუთს. შესაძლებელია მსუბუკი ჩხვლეტის შეგრძნება. პროცედურის შემდეგ დაატანეთ სახეზე სპეციალური კრემი სამკურნალო ან დამცავი ეფექტით. მასაჟის დამთავრების შემდეგ მასაჟიორის სამუშაო სიბრტყე გაწმინდეთ დასველებული ხელსახოცით.

აკუპუნქტურული ან წერტილოვანი მასაჟი.

1. ჩართეთ მოწყობილობა, ამოირჩიეთ რეჟიმი “Relax”

2. ნარნარად გადაატარეთ მასაჟიორი სახეზე. აქტიურ წერტილებზე ზემოქმედება უნდა იყოს სწორი და პერპენდიკულარული კანის ზედაპირის მიმართ, მოძრაობები - ბრუნვითი. პროცედურა ძალიან სასიამოვნოა და გრძელდება 10-15 წუთი. მასაჟის დამთავრების შემდეგ მასაჟიორის სამუშაო სიბრტყე გაწმინდეთ დასველებული ხელსახოცით.

აკნეს მკურნალობა (ყოველ საღამოს)

ნაბიჯი 1. გაწმენდა

ჩართეთ მოწყობილობა, ამირჩიეთ რეჟიმი “Ultrasonic”, დააყენეთ თქვენთვის კომფორტული ინტენსივობა. ნარნარად გადაატარეთ მასაჟიორი სახეზე 5 წუთის განმავლობაში. დაიბანეთ ხელ-პირი გრილი წყლით.

ნაბიჯი 2. აკნეს მკურნალობა

აირჩიეთ რეჟიმი“Ultrasonic”,დააყენეთ თქვენთვის კომფორტული ინტენსივობა, ჩართეთ რეჟიმი “Blue” (ლურჯი) ინდიკატორი. ნარნარად გადაატარეთ მასაჟიორი სახეზე 10-15 წუთის განმავლობაში.

ნაბიჯი3. მასაჟი

აირჩიეთ რეჟიმი “Ultrasonic”, დააყენეთ თქვენთვის კომფორტული ინტენსივობა, ჩართეთ რეჟიმი“Relax”(მიკრომასაჟი). პროცედურა გრძელდება მხოლოდ 5 წუთი. მასაჟის დამთავრების შემდეგ მასაჟიორის სამუშაო სიბრტყე გაწმინდეთ დასველებული ხელსახოცით.

თვალების გარშემო სილურჯეების და ტომრების მოშორება (ერთხელ კვირაში)

ნაბიჯი 1.

ჩართეთ მოწყობილობა, აიჩიეთ რეჟიმი “Ultrasonic”, დააყენეთ ინტენსივობის ყველაზე სუსტი დონე. ნარნარად გადაატარეთ მასაჟიორი თვალებს გარშემო. დაიბანეთ სახე გრილი წყლით.

ნაბიჯი 2. შეშუპებების მოცილება

ჩართეთ მოწყობილობა, აიჩიეთ რეჟიმი “Ultrasonic”, დააყენეთ ინტენსივობის ყველაზე სუსტი დონე. აიჩიეთ რეჟიმი “Red”(წუთელი) ან “Blue”(ლურჯი), ნარნარად გადაატარეთ მასაჟიორი თვალებს გარშემო. არ დაგავიწყდეთ დამცავი სათვალეების გაკეთება. პროცედურის ხანგრძლივობა - 10 წუთი.

ნაბიჯი 3. თვალების მასაჟი.

ჩართეთ მოწყობილობა, აიჩიეთ რეჟიმი “Ultrasonic”, დააყენეთ თქვენთვის კომფორტული ინტენსივობა, ჩართეთ რეჟიმი “Relax”. ნარნარად გადაატარეთ მასაჟიორი თვალებს გარშემო.მასაჟის დამთავრების შემდეგ მასაჟიორის სამუშაო სიბრტყე გაწმინდეთ დასველებული ხელსახოცით.

ნაზი ზრუნვა კანზე (კვირაში ერთხელ)

ჩართეთ მოწყობილობა, აირჩიეთ რეჟიმი “Ultrasonic”, დააყენეთ ინტენსივობის ყველაზე სუსტი დონე. აირჩიეთ ჯერ რეჟიმი “Blue”(ლურჯი) შემდეგ “Green”(მწვანე). მასაჟის ხანგრძლივობა ყველა რეჟიმის შემთხვევაში 10 წუთი. პროცედურის შემდეგ დაიდევით სახეზე დამამშვიდებელი ნიღაბი.მასაჟის დამთავრების შემდეგ მასაჟიორის სამუშაო სიბრტყე გაწმინდეთ დასველებული ხელსახოცით.

მნიშვნელოვანია! არ დაგავიწყდეთ სათვალეების გაკეთება ფოტოგაახალგაზრდავების პროცედურების დროს.

მასაჟის ხაზების მიმართულების სქემები

პროცედურების შემდეგ

როგორც ბუნებრივი შედეგი სახის დამუშავებულ არეებში გაჩნდება კანის გაწითლება (ერითემა) და შესივება (შეშუპება). გაწითლება იმის ნიშანია, რომ თქვენ მიაღწიეთ დანიშნულ მიზანს. პროცედურის შემდეგ შესივება და გაწითლება მალე გაქრება.

პროცედურიდან სულ რამოდენიმე წუთში თქვენ შეამჩნევთ შედეგს - კანის ტექსტურა და ფერი გაუმჯობესდება, გაიზრდება მისი ელასტიურობა და სიმკვრივე.

კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კანის სტრუქტურა სამ ნახევარი კვირის განმავლობაში საგრძნობლად უმჯობესდება, ნაოჭების რაოდენობა იკლებს 16%, რაც ნამდვილად შესანიშნავი შედეგია. თუმცა შედეგები გამომდინარეობს კანის ინდივიდუალური განსაკუთრებულობიდან.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

მრავალფუნქციური მასაჟიორის გამოყენების შემდეგ გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია და აქვთ დროებითი სახე. თუმცა თუ ზემოჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე არ გაგივლით მასაჟიდან 24 საათის შემდეგ მიმართეთ ექიმს.

  • უწყვეტი ტკივილი
  • კანის დაზიანება (ქერქის გაჩენა, დამწვრობა, ბებერა)
  • კანის ატროფია
  • სისხლნაჟღენთები
  • ზომიერი თავის ტკივილი

უკუჩვენება

საერთო:

  • მწვავე ანთებითი პროცესები, ტემპერატურა.
  • სისხლის დაავადებები.
  • ტრომფობლებიტები.
  • გულის რიტმის დარღვევები.
  • ონკოლოგიური დაავადებები.
  • გულძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებები.
  • ფეხმძიმობა.

ადგილობრივი:

  • კანის კიბო
  • აპარატის მოქმედების ზონაში ლითონის მასალის არსებობა იმპლანტირებული ძვალსა და ქსოვილში.
  • კანის დაზიანებული ადგილები (ნაკაწრები, აბეჟილობები, ეკზემა და დერმატიტი გამწვავების პერიოდში)

მოვლა

1. დარწმუნდით, რომ მოწყობილობა გამორთულია ქსელიდან.

2. ყოველი პროცედურის შემდეგ მოაშორეთ გელის ან საცხის ნაცენები რბილი სველი ქსოვილით ან ქაღალდის პირსახოცით. შემდეგ კარგად გაამშრალეთ მოწყობილობა.

3. მოწყობილობა განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის.

4. შეინახეთ მასაჟიორი ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


გაუმართაობის აცილება

თუ მოწყობილობა არ მუშაობს შეამოწმეთ ის შემდეგი პუნქტების მიხედვით:

1. დარწმუნდით, რომ გამოყენების წინ მოწყობილობა ატენებოდა არა ნაკლებ 3 საათისა.

2. დარწმუნდით, რომ ღილაკი „Power” იყო ჩართული და შუქის ინდიკატორი აინთო.

3. თუ კვების სადენი გაფუჭებულია მიმართეთ სერვის ცენტრს მისი შეცვლის მიზნით.

4. თუ „Power”ღილაკისშუქის ინდიკატორი არ აინთო, როდესაც სატენის ზონარი შეერთებულია მოწყობილობასთან, დაუკავშირდით სერვის ცენტრს.


სპეციფიკაცია

სახის ლიფტინგის და გაახალგაზრდავების სისტემა ხუთი ერთში WELSS WS 7055

კომპლექტაცია: შეფუთვა, მოწყობილობა, ადაპტერი, სათვალე, ხელსახოცები, ინსტრუქცია

წონა შეფუთვით..................................................737 გრ.

ნაკეთობის წონა..................................................159 გრ.

შეფუთვის ზომა:..............................სიმაღლე 70 მმ x სიგრძე 250 მმ x

ნაკეთობის ზომა.................................................18,5 x 5 x 5 სმ.

კვების ძაბვა......................................................... DC 15 ვტ.

ქსელის ადაპტერი.............................................AC 240 ვტ., 50 ჰგ/DC 15 V, 0,4 AT


საგარანტიო ვადა: 12 თვე შეძენის დღიდან.



კვება:
100-240 ვ, 50-60 ჰერცი, AC/DC - 15V 0.4A
პროდუქტის ზომები:
18.5х5.0х5.0
შეფუთვის ზომები:
25.0х23.0.7.0
პროდუქტის წონა:
165 გრ
შეფუთვის წონა:
737 გრ
ტემპერატურული რეჟიმი:
5-40 С

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმიხილვის დაწერა

ინფო ბლოკი