სახის და ტანისმოვლის სისტემა WELSS WS 7040

10 ცალი;
WS 7040

249.32 

ძველი ფასი: 311.65 
სახის და ტანისმოვლის სისტემა WELSS WS 7040 აპარატი კომპაქტურია და მოხერხებულია ხმარებაში. აჩუქეთ საკუთრ სხეულს სილამაზე და ახალგაზრდობა! Welss კომპანიის პროდუქცია - თქვენი საკუთარი კოსმეტოლოგიური სალონი! უკვე სახლის პირობებში თქვენთვის ხელმისაწვდომია: ულტრაბგერითი...
+

სახის და ტანისმოვლის სისტემა WELSS WS 7040

აპარატი კომპაქტურია და მოხერხებულია ხმარებაში.

აჩუქეთ საკუთრ სხეულს სილამაზე და ახალგაზრდობა!

Welss კომპანიის პროდუქცია - თქვენი საკუთარი კოსმეტოლოგიური სალონი!

უკვე სახლის პირობებში თქვენთვის ხელმისაწვდომია:

ულტრაბგერითი მასაჟი:

  • შესძენს თქვენს კანს ელასტიურობას და სიმკვრივეს.
  • გაასწორებს პრობლემურ ზონებს.
  • ხელს შეუშლის ცელულიტის გაჩენას.
  • ხელს შეუწყობს კოლაგენის გამომუშავებას.
  • აჭიმავს და გაამკვრივებს კუნთებს.
  • დაგეხმარებათ კანის და კანქვეშა ქსოვილების ტონუსის ამაღლებაში.
  • გამოიყვანს ზედმეტ წყალს პრობლემური ზონებიდან.
  • მწყობრში მოიყვანს ცხიმის ჯირკვლების მუშაობას.

გალვანოთერაპია:

  • გამოიყვანს ტოქსინებს და მეტაბოლიზმის პროდუქტებს უჯრედების ქსოვილიდან.
  • შესძენს თქვენს კანს სიმკვრივეს, დაატენიანებს და გაახალგაზრდავებს.
  • გამოკვებავს ჟანგბადით უჯრედებს.
  • გაასწორებს სახისა და კისრის ნაოჭებს.
  • გააუმჯობესებს სისხლის მოძრაობას.
  • მოაშორებს შეშუპებებს, პიგმენტურ ლაქებს, ფერიმჭამელებს.
  • გააძლიერებს კანის გამძლეობას სტრესების და გარემოს არასაყრელი პირობების მიმართ.

კვანტური თერაპია:

  • გააუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას.
  • დააჩქარებს უჯრედების მეტაბოლიზმს.
  • გაზრდის ატფ გამომუშავებას.
  • გააძლიერებს კოლაგენის სინთეზს.
  • ხელს შეუშლის ნაოჭების გაჩენას.
  • შეამცირებს კანის შეშუპებას.
  • მოაცილებს მუქ ლაქებს თვალებს გარშემო.
  • შესძენს კანს ჯანმრთელ, ჯანსაღ ფერს.

გამაფრთხილებელი ზომები

მნიშვნელოვანია! ყურადღებით წაიკითხეთ შემდეგი ინფორმაცია მასაჟიორის გამოყენების წინ.

შეინახეთ მასაჟიორი ტენიანობის მაღალი დონის ადგილებიდან შორს და არ გამოიყენოთ წყლის ქვეშ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია მისი დაჟანგვა და მოკლე შერთვა.

  • არასდროს არ დაშალოთ მოწყობილობა. მასაჟიორის შეკეთება უნდა მოახდინოთ მხოლოდ სპეციალისტთან.
  • მასაჟიორის მუშაობისთვის გამოიყენეთ ადაპტერი, რომელიც შედის კომპლექტში. სხვა ადაპტერების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს მოწყობილობის გაფუჭება.
  • შეინახეთ მოწყობილობა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მომზადება პროცედურებისთვი

  • მოიხსენით ყველა საიუველირო ნაკეთობა.
  • მოიშორეთ კოსმეტიკა და გაასუფთავეთ ტანის ის ნაწილი რომელზეც აპირებთ პროცედურის ჩატარებას.
  • მოხსენით მასაჟიორის ზონდს დამცავი სტიკერი. გაწმინდეთ ღია ზედაპირი მშრალი ან სველი ხელსახოცით.
  • შეაერთეთ დამტენი მოწყობილობა მასაჟიორზე.
  • ჩართეთ ქსელში. დარწმუნდით რომ მოწყობილობის ელექტროჩანგალი მჭიდროდ არის ჩართული როზეტში.
  • მოწყობილობის გამოყენების წინ აუცილებელია მისი დატენვა 3 საათის განმავლობაში.

მოვლის პროგრამები

კარგი შედეგისთვის ეტაპობრივად გამოიყენეთ თერაპიის სამი პროგრამა:

ნაბიჯი 1. ულტრაბგერითი მასაჟი.

ნაბიჯი 2. გალვანოთერაპია / იონოთერაპია.

ნაბიჯი 3. კვანტური თერაპია.

მოწყობილობა

მომხმარებლის სახელმძღვანელო

  • 48 შუქის LED წყარო
  • ულტრაბგერითი ზონდი
  • ულტრაბგერის ინტენსივობის ინდიკატორი
  • ჩართვა/გამორთვის ღილაკი
  1. მასაჟიორის გამოყენების წინ ზედმიწევნით გაწმინდეთ კანი.
  2. ულტრაბგერითი წმენდისთვის დაატანეთ გამწმენდი გელის საჭირო რაოდენობა სახეზე და მასაჟიორის სამუშაო ზედაპირზე.

კომბინაცია: ულტრაბგერა + “Ion+”. პროცედურის ხანგრძლივობა 2-3 წუთი.

გამაახალგაზრდავებელი მასაჟისთვის დაატანეთ ნაოჭების საწინააღმდეგო ემულსიის (გელის) საჭირო რაოდენობა სახეზე დამასაჟიორისსამუშაოზედაპირზე.

კომბინაცია: ულტრაბგერა + “Ion-” + წითელი ინდიკატორი. პროცედურისხანგრძლივობა10წუთი.

აკნეს მკურნალობისთვის დაათანეთსამკურნალოემულსიის (გელის) საჭირორაოდენობასახეზედამასაჟიორისსამუშაოზედაპირზე.

კომბინაცია: ულტრაბგერა + “Ion-” + ლურჯიინდიკატორი. პროცედურისხანგრძლივობა 10 წუთი.

მნიშვნელოვანია! ულტრაბგერითი ტალღების უკეთესი გამტარიანობისთვის გამოიყენეთ კოსმეტიკური საშუალებები გელის ფუძეზე.

ულტრაბგერითი მიკრომასაჟი

სახის და ტანის მოვლის სისტემა WELSS WS 7040 გამოიყენება სახისთვის და ტანისთვის, დასუსტებისთვის და ფიგურის კორექციისთვის, ხელს უშლის ცელულიტის წარმოქმნას და ებრძვის ნაოჭებს.

აპარატის აქტიური ელემენტი გენერირებს ულტრაბგერით რხევებს 1 ჰგ სიხშირით, რის შდეგად თქვენი ორგანიზმის ყოველი უჯრედი იწყებს მუშაობას, კანქვეშა ფენებს ემატება ტონუსი (ის იკუმშება და იშლება წამში მილიონი რხევის სიხშირით). ასეთ ეფექტს უწოდებენ მაღალსიხშირიან მიკრომასაჟს უჯრედების დონეზე, რომლის შედეგად ხდება კანის ჯირკვლების ნორმალიზება, იმატებს კოლაგენის და ელასტინის სინთეზი.

ულტრაბგერის ერთ ერთი საუკეთესო თვისება გამოიხატება მის „გამასწორებელ“ მოქმედებაში, რის შედეგად ხდება უკვე შექმნილი ნაწიბუროვანი ქსოვილის გაწოვა.

ულტრაბგერის დახმარებით შესაძლებელია ფონორეზის პროცედურის ჩატარება. ულტრაბგერა ზრდის პრეპარატების მოქმედების აქტივობას, ხელს უწყობს მათ ღრმა შეღწევას, ახანგრძლივებს მათი მოქმედების ვადას. ამიტომ სახის და ტანის მოვლის სისტემა WELSS WS 7040 გამოყენება ძალიან ეფექტურია სახისა და ტანის მოვლის სპეციალურ კოსმეტიკასთან კომბინაციაში, რომელიც რეკომენდირებულია WELSS სპეციალისტების მიერ.

სახის მასაჟი.

გადაატარეთ მასაჟიორი:

ნიკაპიდან ყურის ბიბილომდე

ნიკაპიდან ყურის ნიჟარის შუამდე


თუჩის კუთხიდან საფეთქლამდე

ცხვირის წვეტიდან წარბის კუთხემდე


ცხვირ-ტუჩის ნაოჭების ზონაში

ცხვირის წვეტიდან საფეთქლამდე


„მეორე“ ნიკაპის ასაჭიმად

გადაატარეთ მასაჟიორი ნიკაპიდან ყურის ბიბილომდე, ნიკაპიდან წარბის კუთხემდე, ნიკაპის ქვედა ნაწილიდან ზემოთ. მთავარია არ შეეხოთ ფარისებრი ჯირკვლის განლაგების ზონას.

სახის აჭიმვისთვის

გადაატარეთ მასაჟიორი ტუჩის კუთხეებიდან თვალების ქვედა მხარისკენ.


ცხვირ-ტუჩის ნაოჭების მოშორება

გადაატარეთ მასაჟიორი ტუჩების კუთხეებიდან ცხვირის წვეტისკენ.

ბრძოლა აკნესთან და ეკზემასთან

გამოიყენეთ მასაჟიორი მხოლოდ დაზიანებული ზონის ირგვლივ.


სხეულის მასაჟი

პროცედურის შესრულების თანმიმდევრობა (საბაზისო სქემები)

ბეჭისა და წინამხარის არე.

ჩამოწიეთ ხელი, მოადუნეთ კუნთები. შეასრულეთ მოძრაობები გარე და შიდა მხარეზე მაჯიდან ბეჭისკენ.

ხელის შიდა და გარე მხარე

გააკეთეთ ხელის მასაჟი ხრახნისებრი მოძრაობებით იდაყვიდან იღლიისკენ, არ შეეხოთ ძვალს.

წელის არე

შეასრულეთ წრისებრი მოძრაობები საათის ისარის მიმართულებით, თან შეწიეთ მუცელი. შეასრულეთ რკალისებრი დამავალი მოძრაობები.

საჯდომის არე

წრისებრი მოძრაობები ცენტრიდან პერიფერიისკენ.

ნახევრად წრისებრი მოძრაობები საჯდომის ცენტრიდან წელის არესკენ.

ხრახნისებრი მოძრაობები თეძოს ზედა ნაწილში.

ტერფი და წვივი

მოძრაობები ქვემოდან ზემოთ კოჭიდან თეძომდე.

ამავალი ხრახნისებრი მოძრაობები კოჭიდან.

მოძრაობები თეძოს ირგვლივ საათის ისრის და საწინააღმდეგო მიმართულებებით.

გალვანოთერაპია / იონოთერაპია

გალვანოთერაპია წარმოადგენს სამკურნალო მიზნით უწყვეტი მუდმივი ელექტრო დენის გამოყენებას.

“Galvanic” რეჟიმის ძირითადი ფუნქციები:

კანის ღრმა წმენდა

კვება და მაქსიმალური დატენიანება

გათეთრება და პიგმენტაციის მოცილება

კოსმეტიკური საშუალებების მოქმედების გაზრდა

გალვანური დენის მოქმედების დროს ხდება სისხლძარღვების გაფართოება, უმჯობესდება სისხლისმიმოქცევა.დენის მოქმედების ადგილზე ხდება ისეთი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამომუშავება როგორიც არის გისტამიი, სეროტონინიდაა.შ.

გალვანური დენი ახდენს ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონალური მდგომარეობის ნორმალიზებას, ხელს უწყობს გულის ფუნქიონალურ შესაძლებლობებს, ასტიმულირებს შიდა ჯირკვლების სეკრეციის მოქმედებას. ის ასევე აჩქარებს რეგენერაციის პროცესს.

ნაბიჯი 1. გაწმინდეთ კანი პროცედურის წინ.

ნაბიჯი 2.შეაერთეთ მოწყობილობა ქსელში, დააჭირეთ ღილაკს “Power”, ინდიკატორის ანთების შემდეგ მოწყობილობა მზად არის მუშაობისთვის.

ნაბიჯი 3.დააჭირეთ ღილაკს “Galvanic” ერთხელ რეჟიმ “ION –“ ჩასართავად, ორჯერ რეჟიმ “ION +”ჩასართავად და სამჯერ შერეული რეჟიმის ჩასართავად.

ნაბიჯი 4. დაატანეთ სახის ან ტანის დასამუშავებელ არეებზე კოსმეტიკური საშუალება (ფიგურის კორექციისთვის ან სახის მოვლის საშუალება). პროცედურის დროს კანი ყოველთვის უნდა იყოს კარგად დატენიანებული. ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

ნაბიჯი 5.დააჭირეთ ღილაკს “Galvanic” თუ გსურთ პროცედურის დასრულება ან აპარატის გადართვა სხვა რეჟიმზე.

კვანტური თერაპია

თერაპია Bio RED - წითელი ფერის ინდიკატორი, 16 შუქის დიოდი, ტალღის სიგრძე 625+/-3 ნმ.

მოცემულ რეჟიმში მასაჟიორი Welss ხელს უწყობს კანის გათეთრებას და დარბილებას, პიგმენტური ლაქების გაუფერულებას, მიმიკური ნაოჭების გასწორებას, ფორების შეკუმშვას, პროტეინისა და კოლაგენის დაგროვებას.


თერაპია Bio BLUE - ლურჯი ფერის ინდიკატორი, 16 შუქის დიოდი, ტალღის სიგრძე 465+/-3 ნმ.

მოცემულ რეჟიმში Welss მასაჟიორი ხელს უწყობს ანთების ჩაქრობას, აჩქარებს ქსოვილის რეგენერაციის პროცესს, ფერიმჭამელების გაქრობას, აკნეს მკურნალობას, ნაწიბურებისა და სტრეების გასწორებას.

თერაპია Bio Green- მწვანე ფერის ინდიკატორი, 16 შუქის დიოდი, ტალღის სიგრძე 565+/-3 ნმ.

მოცემულ რეჟიმში Welss მასაჟიორი ხელს უწყობს კანის აღდგენას, გაუვნებლობას და ტოქსინების გამოყვანას, აუმჯობესებს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას, რაც ხსნის შეშუპებას და მატებს თქვენს კანს ჯანმრთელ ბზინვარე ფერს.

კვანტური თერაპიის დროს რეკომენდირებულია დამცავი სათვალეების ხმარება.

ნაბიჯი 1. გაწმინდეთ კანი პროცედურის წინ.

ნაბიჯი 2.შეაერთეთ მოწყობილობა ქსელში, დააჭირეთ ღილაკს “Power”, ინდიკატორის ანთების შემდეგ მოწყობილობა მზად არის მუშაობისთვის.

ნაბიჯი 3.დააჭირეთ ღილაკს “Photon” ერთხელ რეჟიმ “Bio RED“ ჩასართავად, ორჯერ რეჟიმ “Bio Blue”ჩასართავად და სამჯერ რეჟიმ “Bio Green“ ჩასართავად.

ნაბიჯი 4. დაატანეთ სახის ან ტანის დასამუშავებელ არეებზე კოსმეტიკური საშუალება (ფიგურის კორექციისთვის ან სახის მოვლის საშუალება). პროცედურის დროს კანი ყოველთვის უნდა იყოს კარგად დატენიანებული. ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

ნაბიჯი 5.დააჭირეთ ღილაკს “Photon” თუ გსურთ პროცედურის დასრულება ან აპარატის გადართვა სხვა რეჟიმზე.

პროცედურების პერიოდულობა

1-2 კვირა

3-8 კვირა

შედეგის შენარჩუნება

ულტრაბგერითი მასაჟი

ყოველდღიურად

3 ჯერ კვირაში

კვირაში ერთხელ

გალვანოთერაპია

ყოველდღიურად

3 ჯერ კვირაში

კვირაში ერთხელ

კვანტური თერაპია

ყოველდღიურად

ყოველდღიურად

კვირაში ერთხელ

პროცედურების შემდეგ

როგორც ბუნებრივი შედეგი სახის დამუშავებულ არეებში გაჩნდება კანის გაწითლება (ერითემა) და შესივება (შეშუპება). გაწითლება იმის ნიშანია, რომ თქვენ მიაღწიეთ დანიშნულ მიზანს. პროცედურის შემდეგ შესივება და გაწითლება მალე გაქრება.

პროცედურიდან სულ რამოდენიმე წუთში თქვენ შეამჩნევთ შედეგს - კანის ტექსტურა და ფერი გაუმჯობესდება, გაიზრდება მისი ელასტიურობა და სიმკვრივე.

კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კანის სტრუქტურა სამ ნახევარი კვირის განმავლობაში საგრძნობლად უმჯობესდება, ნაოჭების რაოდენობა იკლებს 16%, რაც ნამდვილად შესანიშნავი შედეგია. თუმცა შედეგები გამომდინარეობს კანის ინდივიდუალური განსაკუთრებულობიდან.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ულტრაბგერითი მასაჟიორის გამოყენების შემდეგ გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია და აქვთ დროებითი სახე. თუმცა თუ ზემოჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე არ გაგივლით მასაჟიდან 24 საათის შემდეგ მიმართეთ ექიმს.

  • უწყვეტი ტკივილი
  • კანის დაზიანება (ქერქის გაჩენა, დამწვრობა, ბებერა)
  • კანის ატროფია
  • სისხლნაჟღენთები
  • ზომიერი თავის ტკივილი

უკუჩვენება

საერთო:

  • მწვავე ანთებითი პროცესები, ტემპერატურა.
  • სისხლის დაავადებები.
  • ტრომფობლებიტები.
  • გულის რიტმის დარღვევები.
  • ონკოლოგიური დაავადებები.
  • გულძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებები.
  • ფეხმძიმობა.

ადგილობრივი:

კანის კიბო

აპარატის მოქმედების ზონაში ლითონის მასალის არსებობა იმპლანტირებული ძვალსა და ქსოვილში.

კანის დაზიანებული ადგილები (ნაკაწრები, დაბეჟილობები, ეკზემა და დერმატიტი გამწვავების პერიოდში)

მოვლა

1. დარწმუნდით, რომ მოწყობილობა გამორთულია ქსელიდან.

2. ყოველი პროცედურის შემდეგ მოაშორეთ გელის ან საცხის ნარჩენები რბილი სველი ქსოვილით ან ქაღალდის პირსახოცით. შემდეგ კარგად გაამშრალეთ მოწყობილობა.

3. მოწყობილობა განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის.

4. შეინახეთ მასაჟიორი ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, აუცილებლად სპეციალურ დამცავ ყუთში.

გაუმართაობის აცილება

თუ მოწყობილობა არ მუშაობს შეამოწმეთ ის შემდეგი პუნქტების მიხედვით:

1. დარწმუნდით, რომ გამოყენების წინ მოწყობილობა იტენებოდა არა ნაკლებ 3 საათი.

2. დარწმუნდით, რომ ღილაკი „Power” იყო ჩართული და შუქის ინდიკატორი აინთო.

3. თუ კვების სადენი გაფუჭებულია მიმართეთ სერვის ცენტრს მისი შეცვლის მიზნით.

4. თუ „Power”ღილაკის შუქის ინდიკატორი არ აინთო, როდესაც სატენის ზონარი შეერთებულია მოწყობილობასთან, დაუკავშირდით სერვის ცენტრს.


ტექნიკური მახასიათებლები

სახის და ტანის მოვლის სისტემა WELSS WS 7040

დამცავი სათვალე................................................1 ც.

დამტენი მოწყობილობა.....................................1 ც.

ინსტრუქცია..........................................................1 ც.

წონა.....................................................................213 გრ.

ნაკეთობის ზომა:.............................სიმაღლე 55 მმ x სიგრძე 235 მმ x სიგანე 75 მმ.

შეფუთვის ზომა:..............................სიმაღლე 70 მმ x სიგრძე 260 მმ x სიგანე 180 მმ.

კვების ძაბვა......................................................... DC 15 ვტ.

ქსელის ადაპტერი.............................................AC 240 ვტ., 50 ჰგ/DC 15 V, 0,4 A

ულტრაბგერის სიხშირე.....................................1 მ ჰგ +/- 5%

საგარანტიო ვადა: 12 თვე შეძენის დღიდან.

კვება:
100-240 ვ, 50-60 ჰერცი, AC/DC - 15V 0.4A
პროდუქტის ზომები:
23.5х7.5х5.5
შეფუთვის ზომები:
26.2х18.2х7.4
პროდუქტის წონა:
235 გრ
შეფუთვის წონა:
700 გრ
ტემპერატურული რეჟიმი:
5-40 С

მოგესალმებით მაკა, მადლობას მოგახსენებთ თქვენი დაინტერესებისათვის! დიახ, ჩვენ ვახორციელებთ ადგილამდე მიწოდებას კურიერის მეშვეობით და ასევე ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ჩვენი პარტნიორების ინტერნეტ მაღაზიებში be.ge და deals.ge. თუ გსურთ ადგილზე მიღება; ჩვენი მისამართია, თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ 4;

ადგილამდე მიწოდებას თუ ახორციელებთ, კურიერის მეშვეობით ან სად შეიძლება შეძენა ?
მიმიხილვის დაწერა

ინფო ბლოკი