სახის გაწმენდის სისტემა BioSkin WELSS WS 7027

10 ცალი;
BioSkin WS 7027

225.47 

ძველი ფასი: 281.84 
სახის გაწმენდის სისტემა BioSkin WELSS WS 7027 WELSS კომპანიის პროდუქცია-თქვენი საკუთრი კოსმეტოლოგიური სალონი! შესავალი სახის გაწმენდის სისტემა BioSkin WELSS WS 7027 გამოიყენება კანის ყოველდღიური მოვლისთვის. მოცემული მოწყობილობის წყალობით იწმინდება ფორები, გარქოვანებული კანის ფენა, ხდება...
+

სახის გაწმენდის სისტემა BioSkin WELSS WS 7027

WELSS კომპანიის პროდუქცია-თქვენი საკუთრი კოსმეტოლოგიური სალონი!

შესავალი

სახის გაწმენდის სისტემა BioSkin WELSS WS 7027 გამოიყენება კანის ყოველდღიური მოვლისთვის. მოცემული მოწყობილობის წყალობით იწმინდება ფორები, გარქოვანებული კანის ფენა, ხდება ეპიდერმისის ზრდის სტიმულირება და მატულობს იმ კოსმეტიკური საშუალებების ეფექტურობა, რომელსაც მოიხმარათ პროცედურის დროს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

  • გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთნ.
  • მოწყობილობა განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის.
  • არ დაშალოთ მოწყობილობა დამოუკიდებლად. შეკეთების აუცილებლობის შემთხვევაში მიმართეთ სერვის-ცენტრს.
  • აკრძალულია მოწყობილობის გამოყენება წყალთან უშუალო სიახლოვეში.
  • თუ დამტენი საშუალება ან შტეკერი ჩაგივარდათ წყალში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მოწყობილობის მოხმარება.
  • არასათანადო ხმარება გამოიწვევს მოწყობილობის გაფუჭებას.
  • გამოიყენეთ მხოლოდ ის აქსესუარები, რომლებიც მოყვება მოწყობილობას კომპლექტაციაში და რეკომენდირებულია მწარმოებლის მიერ.
  • კვების სადენი შეინახეთ სითბოს წყაროდან შორს.
  • შეინახეთ მოწყობილობა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ყურადღება!

დამტენი მოწყობილობა და კვების ადაპტერი ვერ შეკეთდება. მათი დაზიანების შემთხვევაში აქსესუარების გამოცვლა აუცილებელია.

მოწყობილობა

1. საცმი „ჯაგრისი“

2. აჩქარების ღილაკი

3. მოწყობილობის ჩართვის ღილაკი

4. შენელების ღილაკი.

5. სიჩქარის/დატენვის ინდიკატორი

6. ინდუქტიური დამტენი მოწყობილობა

7. შალითა დამტენი მოწყობილობისთვის.

გამოყენების ინსტრუქცია

  • მოწყობილობის პირველი გამოყენების წინ დატენეთ ბატარეა 10 საათის მანძილზე.
  • მოიშორეთ მაკიაჟი, დაიბანეთ სახე ოთახის ტემპერატურის წყლით.
  • პროცედურის წინ კანი უნდა დარჩეს კარგად დატენიანებული.
  • ჩადევით ჯაგრისი ოთახის ტემპერატურის წყალში
  • ჩამოფერთხეთ ჯაგრისი ზედმეტი წყლის მოცილებისთვის.
  • აირჩიეთ მოწყობილობის მუშაობის საჭირო რეჟიმი.
  • გაშვების ღილაკის დაჭერის შემდეგ დააყენეთ პროცედურისთვის საჭირო სიჩქარე.
  • ფრთხილად, წრიული მოძრაობებითგადაატარეთ ჯაგრისი სახის იმ ზოზე, რომლის გაწმენდას აპირებთ.
  • მოწყობილობის დაზიანების თავიდან ასაცილებლად ნუ დაატანთ ძალას ჯაგრისს-საცმს.
  • პროცედურის დასრულების შემდეგ გამორთეთ მოწყობილობა გამორთვის ღილაკძე ხანგრძლივი დაჭერით.
  • დაიბანეთ სახე თბილი წყლით. კარგად გარეცხეთ ჯაგრისი-საცმი.
  • დაატანეთ სახეზე კანის მოვლის საშუალება.

როგორ დავაყენოდ სიჩქარე სწორად?

სახის გაწმენდის სისტემა BioSkin WELSS WS 7027 გააჩნია სამი სიჩქარის რეჟიმი: მაღალი, საშუალო და დაბალი. დააჭირეთ აჩქარების და შენელების ღილაკს საჭირო სიჩქარის ასარჩევად. მიმდინარე სიჩქარე შენათების დახმარებით გამოისახება მარჯვნივ ინსტრუმენტების პანელზე.


სიჩქარე
ინდიკატორი
მაღალი
ღილაკი შენათებულია ზემოდან
საშუალო
ღილაკი შენათებულია ცენტრში
დაბალი
ღილაკი შენათებულია ქვემოდან

მოწყობილობის მუშაობის რეჟიმი

მოწყობილობას გააჩნია 3 დროის რეჟიმი:

  • რეჟიმი A (1 წუთი): შუბლის ზონის გაწმენდა - 20 წამი, ცხვირის/ნიკაპის ზონის - 20 წამი, ლოყების ზონის - 10 წამი თითო ლოყა. ერთი წუთის შემდეგ მოწყობილობა გამოირთვება.
  • რეჟიმი B (2 წუთი): შუბლის ზონის გაწმენდა - 40 წამი, ცხვირის/ნიკაპის ზონის - 40 წამი, ლოყების ზონის - 20 წამი თითო ლოყა. ორი წუთის შემდეგ მოწყობილობა გამოირთვება.
  • რეჟიმი C (30 წუთი): პროცედურის დრო განსაზღვრული არ არის.

მოწყობილობა დაპროგრამირებულია A რეჟიმზე.

რეჟიმები A-C: დააჭირეთ დაჩქარების ღილაკს სანამ არ გაიგონებთ რეჟიმების გადართვის დამახასიათებელ ხმას. ტაიმერი გადაირთვება B რეჟიმზე. ისევ დააჭირეთ დაჩქარების ღილაკს სანამ სიგნალის შემდეგ ტაიმერი არ გადაირთვება C რეჟიმზე.

რეჟიმები C-A: დააჭირეთ დაჩქარების ღილაკს სანამ არ გაიგონებთ რეჟიმების გადართვის დამახასიათებელ ხმას. ტაიმერი გადაირთვება B რეჟიმზე. ისევ დააჭირეთ დაჩქარების ღილაკს სანამ სიგნალის შემდეგ ტაიმერი არ გადაირთვება A რეჟიმზე.

დამტენი მოწყობილობა

მოწყობილობას გააჩნია ინდუქტიური დატენვა და შეიცავს ინდუქტიურ დამტენ მოწყობილობას. მოწყობილობის დატენვის დროს განალაგეთ ინდუქტიური დამტენი მოწყობილობა შუქის ინდიკატორის ქვეშ (მაგნიტური მიზიდულობა დაგეხმარებათ მის სწორ განლაგებაში). კვების ჩართვის თეთრი შენათებით ღილაკის მიგანიშნებთ რომ მოწყობილობა იტენება. დატენვის სრული ციკლი - 10 საათია. მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია მისი სრული დატენვიდან 110-125 წუთში.

დატენვის ინდიკატორი

სტატუსი
ინდიკატორი
მოწყობილობა შეერთებულია დასატენ მოწყობილობაზე
ძირითადი კორპუსი ვიბრირებს
მოწყობილობა იტენება
ინდიკატორი ციმციმებს
დატენვა დასრულებულია
ინდიკატორი გახდება თეთრი


თუ მოწყობილობა სრულად დაცლილია და არ მუშაობს დატენეთ აკუმულატორი მინიმუმ 10 საათი. პრობლემის ვერ აღმოფრქვის შემთხვევაში მიმართეთ დახმარებისთვის ცერვის-ცენტრს.

აკუმულატორის დატენვის ინდიკატორი

ინდიკატორის ფერი
აკუმულატორის დატენვის დონე
დარჩენილი დრო დატენვის დასრულებამდე, წთ.
თეთრი
მაღალი
დაახლოებით 125 წ.
ყვითელი
საშუალო
6-8 წუთი
წითელი
დაბალი
წუთზე ნაკლები
მოციმციმე წითელი
თითქმის დაცლილია
არა (ავტომატური დაცვა)
შუქი საერთოდ ჩაქრა
დაცლილია
არა

მნიშვნელოვანია!

  • არ ჩართოთ მოწყობილობა თუ აკუმულატორი ბოლომდე დაცლილია. ეს გამოიწვევს შერთვას ან მოწყობილობის დაზიანებას.
  • თუ მოწყობილობის გამოყენებას არ აპირებთ ხანგრძლივი დროის მანძილზე აკუმულატორი შესაძლოა დაჯდეს.
  • არ არის რეკომენდირებული მოწყობილობის გამოყენება თუ დატენვის ინდიკატორი ციმციმებს წითლად. დატენეთ აკუმულატორი.

მოვლა

  • მოწყობილობის გაწმენდის დროს არ არის რეკომენდირებული ნებისმიერი აბრაზიული ან სარეცხი საშუალების გამოყენება.
  • მოწყობილობა ჯაგრისთან ერთად იწმინდება თბილი საპნიანი წყლით.
  • ყოველი გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ მოწყობილობის ზედაპირი დასველებული რბილი ქსოვილით.
  • დატენვის დროს მოწყობილობა უნდა იყოს სრულიად მშრალი.
  • თუ მოწყობილობას იშვიათად იყენებთ არ დაგავიწყდეთ აკუმულატორის დატენვა სამ თვეში ერთხელ.
  • რეკომენდირებულია ყოველ 90-120 დღეში საცმი-ჯაგრისის გამოცვლა.

როგორ მოვხსნათ საცმი-ჯაგრისი?

დააჭირეთ ჯაგრისს და მოატრიალეთ საათის ისრის მსვლელობის საწინააღმდეგო მხარეს.

როგორ შევცვალოთ საცმი-ჯაგრისი?

ჩასვით საცმი-ჯაგრისი მოწყობილობაში და მოატრიალეთ საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით.

უკუჩვენება

  • ორსულობა და ლაქტაცია
  • ონკოლოგიური დაავადებები
  • დერმატოლოგიური დაავადებები
  • დაბეჟილობები, ნაიარევები, დამწვრობა
  • ხალები
  • ზედმეტად მგრძნობიარე კანი

ტექნიკური მახასიათებლები:

ქსელის ძაბვა.......................................................100-240 B, 50/60 ჰგ, 0.8 A

ძაბვა გამოსვლის დროს......................................5B, 1 A

კორპუსის ზომა...................................................180 x 68 x 68 მმ

კორპუსის წონა....................................................198 გრ.

კომპლექტაცია:

მოწყობილობა............................................................................................1 ც.

ინდუქტიური დამტენი მოწყობილობა....................................................1 ც.

საცმი-ჯაგრისი სახისთვის (დამცავი თავსახურით).................................1 ც.

საცმი-ჯაგრისი სხეულისთვის (დამცავი თავსახურით)...........................1 ც.

გამოყენების ინსრტუქცია............................................................................1 ც.

საგარანტიო ვადა: 12 თვე შეძენის დღიდან.






კვება:
100-240 ვ, 50-60 ჰერცი, 0,8 А
პროდუქტის ზომები:
180х68х68 მმ
პროდუქტის წონა:
198 გრ

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმიხილვის დაწერა

ინფო ბლოკი