ორთქლის საუნა იონიზაციით WELSS WS 7064

10 ცალი;
WS 7064

151.76 

ძველი ფასი: 189.70 
WELSS კომპანიის პროდუქცია - თქვენი საკუთრი კოსმეტოლოგიური სალონი! სუფთა, მოვლილი და ბრწყინვალე სახის კანი ყველა ქალის ოცნებაა, და არა მხოლოდ, თანამედროვე ყოფაში უკვე ბევრი მამაკაცის აქცებს ყურადღებას საკუთარ გარეგნობას. როგორ მივაღწიოთ სახლის პირობებში ისეთ ეფექტს, როგორსაც აღწევენ...
+

WELSS კომპანიის პროდუქცია - თქვენი საკუთრი კოსმეტოლოგიური სალონი!

სუფთა, მოვლილი და ბრწყინვალე სახის კანი ყველა ქალის ოცნებაა, და არა მხოლოდ, თანამედროვე ყოფაში უკვე ბევრი მამაკაცის აქცებს ყურადღებას საკუთარ გარეგნობას. როგორ მივაღწიოთ სახლის პირობებში ისეთ ეფექტს, როგორსაც აღწევენ კოსმეტოლოგიურ კაბინეტებში?

ორთქლის საუნა იონიზაციით WELSS WS 7064 დაგეხმარებათ, რომ თქვენი სახის კანი ყოველთვის ჯანსაღად და ლამაზად გამოიყურებოდეს!

გაეცანით ინფორმაციას დეტალურად და დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შეძენისთვის ან დამატებითი კონსულტაციისათვის!

სახის საუნა გახლავთ სახის სიღრმისეულად წმენდის ერთ-ერთი უძველესი მეთოდი. სპეციალისტების აზრით სახის საუნას ახდენს მაქსიმალურ ეფექტს, აღადგენს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ახდენს სახის ძარღვების ტონუს, ასუფთავებს ფორებს, შედეგად სახის კანი ხდება არა მხოლოდ სუფთა, არამედ მეტად რბილი, ახალგაზრდული და ხავერდოვანი. საუნის ორთქლი დადებითად მოქმედებს სახის კანზე. ფორების გაფართოვების შედეგად, ორთქლი აღწევს ღრმად, რასაც ვერ აღწევს ჩვეულებრივი ჰიგიენური და კოსმეტოლოგიური პროცედურები. შედეგად ხდება სახის კანის გაახალგაზრდავება.

გამოყენების ინსტრუქცია

აღნიშნული მოწყობილობის გამოყენება აკრძალულია:

  • წყალთან უშუალო სიახლოვეში და ოთახებშიზედმეტი სინოტივით.
  • სადენის დაზიანების ან ელექტროკვების გასართის დაზიანების შემთხვევაში.
  • მოწყობილობის ელექტროკვების გასართისა და როზეტის კონტაქტის შესუსტების დროს.
  • სითბოს აღქმის დაბალი ზღურბლის ადამიანებისთვის.
  • ქალებისთვის ორსულობის, ლაქტაციის და მენსტრუალური ციკლის დროს.
  • კანისა და ალერგიული დაავადებების მქონე პირებისთვის.
  • ოპერაციის შემდგომ პერიოდში და რეაბილიტაციის პროცესში მყოფი პირებისთვის.


რეკომენდაცია უსაფრთხოების ტექნიკაში.


  • მოწყობილობის ქსელში ჩართვისას არ შეეხოთ ელექტროკვების გასართის ლითონის ნაწილებს.
  • პროცედურის დასრულების შემდეგ არ დაგავიწყდეთ ელექტროკვების სადენიდან გამორთვა.
  • აკრძალულია ექტროკვების სადენის ჩაჭერა და მოწყობილობის ირგვლივ მისი დახვევა.
  • ორთქლის საუნა საჭიროებს ფაქიზ გამოყენებას და შენახვას.
  • არარის რეკომენდირებული ელექტროკვების სადენის გასართის კონტაქტებზე გარეშე ნივთების მოხვედრა ან მათი დაბინძურება.
  • არავითარ შემთხვევაში არ ჩართოთ მოწყობილობა ქსელში სველი ხელებით.
  • მოწყობილობა შეინახეთ მხოლოდ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • აუცილებელია მოწყობილობის იზოლირებაადვილაალებადი მასალებისგან.
  • აპარატის დაზიანების შემთხვევაში კატეგორიულად აკრძალულია მისი შემდგომი გამოყენება.
  • არ დაუშვათ ორთქლის ბარბოტერების დაბინძურება.
  • მოცემული მოწყობილობის დამოუკიდებლადდაშლა და შეკეთება აკრძალულია.
  • პროცედურების დასრულების შემდეგ აუცილებლად დაელოდეთ 15 წუთი და შემდეგდაცალეთწყლალი. დარწმუნდით, რომ მოწყობილობა გამორთულია ქსელიდან.
  • პროცედურების დროს ან მოწყობილობის გამოყენების დასრულებიდან 10 წუთის განმავლობაში არარის რეკომენდირებული საუნის დახრა, ანჯღრევა და გადაადგილება.
  • პროცედურების დროს არავითარ შემთხვევაში არ დაიკავოთ მოწყობილობა ხელში, დადგით ის ბრტყელ, მშრალ ზედაპირზე.
  • ძალიან ხშირად ნუ გამოიყენებთ მოცემულ მოწყობილობას.
  • პროცედურის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
  • ნორმალური კანის მქონე პირებმა უნდა გამოიყენონ მოწყობილობა კვირაში 2-3 ჯერ, მგრძნობიარე კანის მქონე პირებმა 1 ჯერ კვირაში.
  • კანზე გაღიზიანებების დაფიქსირების შემთხვევაში უნდა მიატოვოთ მოწყობილობის გამოყენება.

ნაკეთობის შემადგენელი ნაწილების დასახელება

  • საქშენი
  • კვების გამომრთველი
  • წყლისჩასასხმელი ხახის თავსახური
  • ბარბოტერები ორთქლისთვის (ორთქლის გამოსაშვები ნახვრეტები)
  • წყლისრეზერვუარი
  • სადრენაჟო / სარეცხი ნახვრეტი


მომზადება გამოყენების წინ

შეფუთვის გახსნის დროს შესაძლოა აღმოაჩინოთ ნარჩენი წყალი წყლის რეზერვუართან, რომელიც წარმოიშვა მოწყობილობის დიაგნოსტიკის დროსგამომშვებ ქარხანაში. ეს არ წარმოადგენს დეფექტს.

ნაბიჯი 1. დააყენეთ ნაკეთობის კორპუსი ბრტყელ მშრალ სიბრტყეზე.

ნაბიჯი 2. გახსენით წყლის ჩასასხმელი ხახის თავსახური, ჩაამატეთ წყალი ავზში, შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ თავსახური. ავზი სრულად უნდა იყოს ავსებული წყლით. ორთქლი შეიძლება შეკავდეს დაახლოებით 8-დან 10 წუთამდე.

ნაბიჯი 3. მოათავსეთ წყლის რეზერვუარი აპარატის კორპუსში. აპარატის კორპუსში წყლის რეზერვუარის დასმის დროს უნდა მოხდეს აპარატის კორპუსის და რეზერვუარის ზედაპირების სიბრტყეთა შეთავსება ორივე მხრიდან. როდესაც წყლის რეზერვუარი მოთავსდება აპარატის კორპუსში წყალი იმწამსვე აღწევს კორპუსის შიგნით და, შესაბამისად, მისი რაოდენობა რეზერვუარში მცირდება.

მნიშვნელოვანია! პროცედურებისთვის რეკომენდირებულია მხოლოდ დისტილირებული ან გაწმენდილი წყლის გამოყენება. აკრძალულია წყალში დამატებითი საშუალებების (ლოსიონების, კოსმეტიკური საშუალებების ან ზეთების) დამატება.

ორთქლის საუნა იონიზაციით WELSS WS 7064 გამოყენების წესები

1. შეაერთეთ ელექტროკვების სადენი ქსელის როზეტში.

2. გადაწიეთ ზემოთ კვების ჩამრთველი, ამ დროს საფრქვეველზე აინთება ხასხასა ლურჯი ფერის ინდიკატორი და დაახლოებით 40 წამში ბარბოტერებიდან წამოვა ორთქლი. შესაძლებელია ცხელი წყლის წვეთების წარმოქმნა, ეს ნორმალური მოვლენაა.

სახის მოვლა ორთქლის მეშვეობით.

პროცედურის დროს განლაგდით ორთლის საქშენის ჭრასთან არა ნაკლებ 20 სმ. მანძილზე მასზედ რომ ორთქლმა დაფაროს სახის ზედაპირი სრულად.

ორთქლის ნაკადი გამოჩნდება მოწყობილობის ჩართვიდან დაახლოებით 40 წამში.

როდესაც წყალი მთავრდება ორთქლის სიმკვრივე შეიცვლება, ეს ნორმალური მოვლენაა.

თუ რეზერვუარში წყალი დამთავრდა, ორთქლის მიწოდება წყდება. რეკომენდირებულია ელექტროკვების მიწოდების გამორთვა, რეზერვუარში წყლის ჩამატება, რეზერვუარის გაგრილება 10 წუთის მანძილზე, შემდეგ ისევ წყლის ჩამატება.

სპეციალური შენიშვნა: თუ აპარატის წყლის ავზში მთავრდება წყალი, მოწყობილობა ავტომატურად ითიშება, ამ დროისთვის თერმოსტატი უკვე გამორთულია; ამ მომენთში წყლის დამატებისას აპარატი არ იმუშავებს, მოგიწევთ ლოდინი დაახლოებით ორი წუთი; მის შემდეგ რაც მოწყობილობის ტემპერატურა დაიწევს, თერმოსტატი ავტომატურად ჩამოყრის მონაცემებს და ისევ შეძლებს ფუნქციონირებას. ეს ნორმალური პროცედურაა და არ მიანიშნებს მოწყობილობის რაიმე სახის გაუმართაობაზე.

პროცედურის შემდეგ გამორთეთ მოწყობილობა ქსელიდან. მოახდინეთ კანის ძირითადი მოვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება სინოტივის სწრაფი აორთქლება კანიდან რაც გამოიწვევს მის გამოშრობას.

პროცედურის შემდეგ

ყოველი პროცედურის დასრულების შემდეგ არ დაგავიწყდეთ წყლის დაცლა რეზერვუარიდან და მოცემული მოწყობილიბის კორპუსიდან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამიწვევს არასასიამოვნო სუნის გაჩენას.

აუცილებლად მოახდინეთ ორთქლის საუნის გაგრილება, მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში.

1. გამორთეთ ელექტროკვების გასართი, განაცალკავეთ წყლის მიწოდების რეზერვუარი, გადააქციეთ წყალი რეზერვუარიდან და შეამშრალეთ ნაკეთობის ზედაპირი.

2. წყლის დაცლა ხდება სადრენაჟო / სარეცხი ნახვრეტიდან. არ დაუშვათ ცხელი წყლის მოხვედრა კანზე.

3. სუფთა, მშრალი წყლის რეზერვუარი ჩასვით აპარატის კორპუსში დამახასიათებელ გატკაცუნებამდე.

4. თუ აღნიშნული ნაკეთობა არ გამოიყენება ხანგრძლივი დროის მანძილზე (რამოდენიმე კვირა ან მეტი), აუცილებლად მოხსენით წყლის რეზერვუარი, გაამშრალეთ მოწყობილობის კორპუსი და შეინახეთ ორთქლის საუნა მშრალ ადგილას.

მოწყობილობის წმენდა და ტექნიკური მომსახურება

1. მოწყობილობის წმენდა და ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს დაახლოებით თვეში ერთხელ.

2. თუ წყლის რეზერვუარის თავსახურის ჰერმეტიულობა დარღვეულია საჩვენებელი თითით დააჭირეთ თავსახურის ცენტრალურ ადგილას და აღადგინეთ მისი მცურავი მდგომარეობა.

ტექნიკური მახასიათებლები

ნომინალური ძაბვა----------------------------------220 ვტ, 50 ჰგ

ნომინალური სიმძლავრე--------------------------280 ვტ

ორთქლის ტემპერატურა-------------------------- 400C-მდე

20 სმ მანძილზე ორთქლის წყაროდან.

ზომა---------------------------------------------( ) 22,5x10,5x14,3 სმ

წონა---------------------------------------------650 გრ.

რეჟიმი---------------------------------------5-400C

მომსახურება

შეფუთვა

შეფუთვის ზომა:----------------------25.8x19.2x13.7 სმ

კომპლექტაცია: შეფუთვა, მოწყობილობა, ინსტრუქცია

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

საგარანტიო ვადა:

12 თვე შეძენის დღიდან

საგარანტიო პერიოდის მანძილზე ყველა პრობლემა დაკავშირებული აღნიშნული ნაკეთობის ხარისხთან წყდება სერვის ცენტრში მიმართვის გზით საგარანტიო ტალონის ან ჩეკის წარდგენის საფუძველზე უფასო მომსახურების მიღების მიზნით.

ორთქლის საუნა იონიზაციით WELSS WS 7064






კვება:
110-250 ვ / 50-60 ჰერცი
ორთქლის ტემპერატურა:
40 С (მანძილზე ორთქლის წყაროდან )
პროდუქტის ზომები:
22.5х10.5х14.3
შეფუთვის ზომები:
25.8х19.2х13.7
პროდუქტის წონა:
650 გრ
შეფუთვის წონა:
875 გრ
ტემპერატურული რეჟიმი:
5-40 С

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმიხილვის დაწერა

ინფო ბლოკი