კოსმეტიკური სისტემა Home Mask WELSS WS 5050

10 ცალი;
WS 5050

249.32 

ძველი ფასი: 311.65 
კოსმეტიკური სისტემა Home Mask WELSS WS 5050 კომპანია WELSS სპეციალისტებმა შექმნეს კოსმეტიკური სისტემა Home Mask WELSS WS 5050, რომელსაც არ გააჩნია ანალოგი აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებშო. მოცემული აპარატი ამზადებს კოლაგენური ხილის ნიღბებს სახლის პირობებში. ხილის ნიღაბის მომზადება ნაბიჯი 1....
+

კოსმეტიკური სისტემა Home Mask WELSS WS 5050

კომპანია WELSS სპეციალისტებმა შექმნეს კოსმეტიკური სისტემა Home Mask WELSS WS 5050, რომელსაც არ გააჩნია ანალოგი აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებშო. მოცემული აპარატი ამზადებს კოლაგენური ხილის ნიღბებს სახლის პირობებში.

ხილის ნიღაბის მომზადება

ნაბიჯი 1. ჩაასხით 60 მლ.ცივი წყალი საწყავ ჭიქაში.

ნაბიჯი 2. დაამათეთ 2 კოვზი კოლაგენის პუდრი. მოურიეთ სრულ გახნამდე.

ნაბიჯი 3. ჩაამატეთ ჭიქაში 30 მლ.წვენი, კარგად აურიეთ ერთმანეთში ინგრედიენტები.

ნაბიჯი 4. ჩადგით საწყავი ჭიქა მოწყობილობაში. დააჭირეთ ღილაკს “ON” LCD-დისპლეიზე აისახება მოწყობილობის გაცხელების დრო - 15 წუთი.

ამ დროის დამთავრების შემდეგ გაიგებთ ხმოვან სიგნალს.

მნიშვნელოვანია! მოწყობილობა უნდა იყოს გახსნილი.

ნაბიჯი 5. ხმოვანი სიგნალის შემდეგ გამოიღეთ ჭიქა მოწყობილობიდან და ზედმიწევნით აურიეთ მასას.

მნიშვნელოვანია! არსებობს დამწვრობის მიღების საშიშროება! სანამ გამოიღებთ ჭიქას მოწყობილობიდან დარწმუნდით რომ ის გაცივდა.

ნაბიჯი 6. დაასხით მიღებული მასა ნიღაბის ფორმაში და თანაბრად გადაანაწილეთ ის.

მნიშვნელოვანია!ამ პროცედურის დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასა გასქელდება და ნიღბის ფორმირება შეუძლებელი გახდება.

ნაბიჯი 7. ოდნავ შეანჯღრიეთ ნიღბის ფორმა.

ნაბიჯი 8. 2-3 წუთის გაშრობის შემდეგ ნიღაბი მზადაა გამოყენებისთვის.

ნაბიჯი 9. გაიკეთეთ ნიღაბი და გაიჩერეთ ის სახეზე 15 წუთი.

მნიშვნელოვანია! იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ მოწყობილობის გადახურება ხელმეორედ გამოყენებამდე გააგრილეთ ის 15 წუთი.

სასარგებლო რჩევები


  • კოლაგენის ნიღბების დასამზადებლად გამოიყენეთ მხოლოდ მწიფე ხილი, ახალი ბოსტნეული, რძე და ნაღები ქიმიური დანამატების გარეშე.
  • ნიღბების მომზადების წინ უნდა იცოდეთ რომელ ტიპს მიეკუთვნება თქვენი კანი (ცხიმიანი, მშრალი, მგრძნობიარე და ა.შ.)
  • ნიღბის დატანების წინ სასურველია გაიაროთ ტესტი კანის გრძნობადობაზე.
  • დაატანეთ ნიღბის მზა მასის მცირე რაოდენობა მაჯაზე. თუ დატანებიდან 15 წუთის მანძილზე არ გაგიჩნდათ უსიამოვნო შეგრძნება, გაწითლება, შეშუპება, ხველა ან რაიმე სხვა ტიპის ალერგიული რეაქცია - თამამად შეგიძლიათ ნიღბის გაკეთება.
  • ნიღაბის გაკეთების წინ კარგად გაწმინდეთ კანი, მოიშორეთ მაკიაჟი.
  • ნიღაბი მჭიდროდ უნდა ეკვრებოდეს თქვენს კანს. პროცედურის რეკომენდირებული დრო - 15-20 წუთი.
  • ნიღაბის მოხსნიშ შემდეგ მოიბანეთ სახე გრილი წყლით და შეამშრალეთ სახე ქაღალდის პირსახოცით ფორების შესავიწროვებლად. დაატანეთ კანზე კრემი.


კანის ტიპები


კანის ტიპიგანსაკუთრებულობა
მოვლა
მშრალი
სიმშრალე, გაუწყლურება, დაჭიმულობა, აქერცვლა
უნდა მოხდეს კარგი დატენიანება და ცხიმის უკმარისობის აღდგენა
ნორმალური
სიგლუვე, ცხიმის არარსებობა, წვრილი ფორები, ფერიმჭამელები მცირე რაოდენობით
ნორმალური კანი ნაკლებად პრობლემატურია. აუცილებელია წყლის და ცხიმის ბალანსის დაცვა
ცხიმიანი
ცხიმის გამოყოფის გამო სილაპლაპე, ფორების გამო კანი ფორთოხლის კანს ჰგავს. ზოგჯერ მონაცრისფრო, არაჯანსაღი ფერი. ფერიმჭამელები
ცხიმის ჯირკვლების ნორმალიზაცია, ცხიმის სიჭარბის კონტროლი, კანის იმუნიტეტის ამაღლება
კომბინირებული
კომბინირებული კანი გამოირჩევა ჯანრთელი გარეგნობით, სწორი სტრუქტურით და გადიდებული ფორების მქონე შესამჩნევი არეებით, უფრო ხშირად ცხვირზე, ნიკაპზე და შუბლის არეში
კანის წონასწორობის აღდგენა
მგრძნობიარე
ეს ტერმინი უხდება კანს რომელიც რეაგირებს გარე და შიდა მაღიზიანებლებზე წითელი ლაქებით ან დიფუზური გაწითლებით, აქერცლვით, ანთებებით, წვის და ჩხვლეტის შეგრძნებებით, შეშუპებებით
მოითხოვს დელიკატურ მოვლას. მგრძნობიარე კანის მფლობელებს ყოველთვის ვაძლევთ რეკომენდაციას გაიარონ ტესტი ნებისმიერი კოსმეტიკური პროცედურის ჩატარების წინ ან ახალი კოსმეტიკური საშუალების გამოყენებისას


ნიღბების რეცეპტურა იხილეთ კატალოგების სექციაში

ტექნიკური მახასიათებლები

ძაბვა......................................................................220 ვტ.

სიმძლავრე...........................................................36 ვტ.

სამუშაო სიხშირე................................................50 ჰგ.

ნაკეთობის ზომა...............................................180 x 150 x 120 მმ.

მუშაობის დრო................................................... 25 წუთი

კომპლექტაცია:

ნიღბების დამამზადებელი მოწყობილობა.................................................1 ც.

წვენსაწური........................................................................................................1 ც.

კოლაგენის პუდრი...........................................................................................1 კოლოფი

ფორმების ნიღბებისთვის...........სახისთვის, თვალების ირგვლივ, დეკოლტეს ზონისთვის და ხელებისთვის

საწყავი ჭიქა.........................................................................................................1 ც.

საზომი კოვზი......................................................................................................1 ც.

ინსტრუქცია............................................................................................................1 ც.


საგარანტიო ვადა: 12 თვე შეძენის დღიდან.


კვება:
220 ვ
პროდუქტის ზომები:
180х150х120
სიმძლავრე:
36 ვტ
სამუშაო სიხშირე:
50 ჰერცი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმიხილვის დაწერა

ინფო ბლოკი