ელექტრო მიო სტიმულატორი WELSS WS 7010

10 ცალი;
WS 7010

125.75 

ძველი ფასი: 157.18 
WELSS ელექტრო მიო სტიმულატორი WELSS WS 7010 Welss კომპანიის პროდუქცია - თქვენი საკუთარი კოსმეტოლოგიური სალონი! შესავალი ელექტრომიოსტილულაცია წარმოადგენს სუსტი ელექტრო იმპულსების ზემოქმედებას სახისა და ტანის როგორც ზედაპირული ასევე ღრმა ქსოვილებზე. მოცემული პროცედურა კოსმეტიკური კომპლექსის...
+

WELSS ელექტრო მიო სტიმულატორი WELSS WS 7010

Welss კომპანიის პროდუქცია - თქვენი საკუთარი კოსმეტოლოგიური სალონი!

შესავალი

ელექტრომიოსტილულაცია წარმოადგენს სუსტი ელექტრო იმპულსების ზემოქმედებას სახისა და ტანის როგორც ზედაპირული ასევე ღრმა ქსოვილებზე. მოცემული პროცედურა კოსმეტიკური კომპლექსის ეფექტური და აუცილებელი ეტაპია ასაკობრივ ცვლილებებთან პროფილაქტიკისთვის კანის ყველა ტიპისთვის.

ელექტრომიოსტიმულაციის პროცესი ხორციელდება ელექტროდებისა და ელექტროსიგნალების სპეცისალური გენერატორის დახმარებით.

პროდეცურის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15-20 წუთს. კურსი შდგება 20-25 პროცედურისგან.

შედეგების დასამყარებლად ელექტრომიოსტიმულაციის კურსის შემდეგ აუცილებელია პროცედურის გამეორება კვირაში ერთხელ.

მიმიკური კუნთები, სხეულის კუნთებისგან განსხვავებით ხშირ შემთხვევაში „მოდუნებულ“ მდგომარეობაშია. სამწუხაროდ ეს „მოდუნება“ იწვევს მათ ნაადრევ ატროფიას და საერთო ჯამში - ნაადრევ დაბერებას. ამ არასასიამოვნო პროცესების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ ელექტრომიოლიფტინგი - სახის, კისრის და დეკოლტეს ზონის კანის კუნთების ელექტროსტიმულაცია. ეს მეთოდი უკვე გამოცდილია და ითვლება ძალიან ეფექტურ და უსაფრთხო პროცედურად.

გარდა ამისა ელექტრომიოსტიმულაციის პროცედურას თან ახლავს მიკროცირკულაციის გაუმჯობესება, ლიმფოდრენაჟის ეფექტი, კანის გამოკვება ჟანგბადით და აუცილებელი საკვები ნივთიერებებით.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • მოწყობილობის გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
  • არ დაშალოთ მოწყობილობა დამოუკიდებლად. შეკეთების აუცილებლობის შემთხვევაში მიმართეთ სერვის ცენტრს.
  • შეინახეთ მოწყობილობა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • აკრძალულია მოწყობილობის გამოყენება წყალთან უშუალო სიახლოვეში.
  • შეინახეთ მოწყობილობა მშრალ ადგილას.
  • მოწყობილობის არასათანადო მოხმარება გამოიწვევს მის დაზიანებას.
  • არ დაგავიწყდეთ მოწყობილობის გამორთვა გამოყენების შემდეგ.
  • მოწყობილობა განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის.

მოწყობილობა

1. ტიტანის გორგოლაჭი.

2. LED - დისპლეი.

3. დონეების აჩევის ღილაკი.

4. რეჟიმის არჩევის ღილაკი (სწრაფი დაჭერა)

5. კვების ღილაკი (ხანგრძლივი დაჭერა)

6. ბუდე ბატარეებისთვის.

მოწყობილობის გამოყენება

1. დარწმუნდით რომ კვების ელემენტები სწორად არის ჩასმული.

2. ღილაკი Power -ის დაჭერით და დაკავებით დროს აინთება დისპლეი.

3. დააჭირეთ ღილაკს Mode საჭირო რეჟიმის ასარჩევად: მასაჟი/ელექტრომიოსტიმულაცია/დრო.

4. დააჭირეთ ღილაკს Levelმასაჟიორის მუშაობის საჭირო დონის ასარჩევად: მასაჟი (უწყვეტი ან იმპულსური), ემს (1-4 დონე), დრო (1-15 წუთი)

5. შესაძლებელია მასაჟის და ემს რეჟიმების შეთავსება.

შეეხეთ ელექტრომიოსტიმულატორით სახის ან კისრის ზონას სადაც აპირებთ პროცედურის ჩატარებას და გეჭიროთ მოწყობილობა ერთ მდგომარეობაში 60 წამი.

მნიშვნელოვანია! არ შეეხოთ ფარისებრი ჯირკვალის ზონას.

მასაჟის სქემები

ნაბიჯი 1.ლოყების არე.

ნაბიჯი 2.არე თვალებს გარშემო.

ნაბიჯი 3.შუბლის ზონა.

ნაბიჯი 4.ნიკაპის ქვედა ნაწილი.

ნაბიჯი 5.ნიკაპის მარცხენა ქვედა ნაწილი.

ნაბიჯი 6.ნიკაპის მაჯვენა ქვედა ნაწილი.

მოსალოდნელი შედეგები

გაწითლება და კანის უმნიშვნელო შეშუპება-კოსმეტიკური პროცედურების ბუნებრივი შედეგია. კანის ასეთი რეაქცია მიგვანიშნებს იმაზე რომ სასურველი ეფექტი მიღწეულია. პროცედურის დამთავრებიდან 15 წუთში გაწითლება და შეშუპება გაქრება, დარჩება მხოლოდ ლოყების ჯანსაღი სიწითლე.

პროცედურის შემდეგ სწორდება ნაოჭები, შესამნევად უმჯობესდება კანის სტრუქტურა და ელასტიურობა. კლინიკურმა გამოკვლევებმა გვიჩვენა რომ ელექტრომიოსტიმულატორ WELSS WS 7010 სამ კვირიანი გამოყენების შემდეგ ღრმა ასაკობრივი ნაოჭების კი მცირდება 16%.

გაუმართაობების გამოსწორება

  • მოწყობილობა არ ჩაირთო
  • დარწმუნდით რომ მოწყობილობის კვების ელემენტების სწორად არის ჩადგმული.
  • შეამოწმეთ არის თუ არა საკმარისად დატენილი ბატარეა.
  • მოწყობილობის აქტივაციისთვის რამოდენიმე წამის მანძილზე უნდა დააჭიროთ ღილაკს Power.

არ მუშაობს დისპლეი

  • შეამოწმეთ არის თუ არა საკმარისად დატენილი ბატარეა.
  • მოწყობილობის აქტივაციისთვის რამოდენიმე წამის მანძილზე უნდა დააჭიროთ ღილაკს Power

არ იგრძნობა დენის გამტარიანობა

ელექტრომიოსტიმულაციის დროს.

  • შეამოწმეთ სწორად არის თუ არა დარეგულირებული სიმძლავრის დონე.
  • დაატანეთ კანზე კოსმეტიკური საშუალება.

უკუჩვენება

  • ფეხმძიმობა და ლაქტაციის პერიოდი.
  • ონკოლოგიური დაავადებები.
  • ელექტროკარდიოსტიმულატორის გამოყენება.
  • ოპერაციისშემდგომი რეაბილიტაცია.
  • ტრომბოფლებიტი.
  • შაქრის დიაბეტი.
  • დერმატოლოგიური დაავადებები.
  • ნაიარევი, დაბეჟილობა, დამწვრობა.
  • ხალები.
  • ზედმეტად მგრძნობიარე კანი.

ტექნიკური მახასიათებლები

კვება........................................................2 ბატარეა AM4/AAA/LR03

ვიბრაციების სიხშირე..........................12000 რხევა წუთში

მოწყობილობის ზომა........................... 165 x 48 x 25 მმ.

მოწყობილობის წონა............................86 გრ.

მასალა:

  • როლერი..................ტიტანი, უჟანგავი ფოლადი
  • კორპუსი..................აბც-აკრილი

მოწყობილობის მუშაობის რეჟიმი:.................უწყვეტი/იმპულსური

საგარანტიო ვადა: 12 თვე შეძენის დღიდან.





კვება:
2 ბატარეა АМ4/ААА/LR03
პროდუქტის ზომები:
165х48х25
მასალა:
ტიტანი, უჟანგავი ფოლადი, ABC+ აკრილი
მოწყობილობის სამუშაო რეჟიმი:
უწყვეტი/იმპულსური
პროდუქტის წონა:
86 გრ

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმიხილვის დაწერა

ინფო ბლოკი