აპარატი დარსონვალი WELSS WS 2320

10 ცალი;
WS 2320

205.96 

ძველი ფასი: 257.45 
დარსონვალიზაციის დროს ადამიანის სხეულზე ხდება აირით სავსე შუშის ელექტროდის მეშვეობით სამკურნალო მიზნით მაღალი ძაბვის და მაღალი სიხშირის იმპულსური დენის გამოყენება. ზემოქმედება მიიღწევა მაღალი სიხშირის (110-400 კჰგ) იმპულსური ცვლადი მაღალი ძაბмის (20 ვოლტამდე), მაგრამ მცირე ძალის (100-200 მა)...
+

დარსონვალიზაციის დროს ადამიანის სხეულზე ხდება აირით სავსე შუშის ელექტროდის მეშვეობით სამკურნალო მიზნით მაღალი ძაბვის და მაღალი სიხშირის იმპულსური დენის გამოყენება. ზემოქმედება მიიღწევა მაღალი სიხშირის (110-400 კჰგ) იმპულსური ცვლადი მაღალი ძაბмის (20 ვოლტამდე), მაგრამ მცირე ძალის (100-200 მა) სინუსოიდალური დენით.

გამოყენების ინსტრუქცია

მაღალსიხშირიანი ელექტროთერაპია - კოსმეტოლოგიის ცნობილი და მაღალეფექტური ინსტრუმენტია. აპარატი დარსონვალი WELSS WS 2320 გამოყენებისას თქვენ მიიღებთ შემდეგ თერაპევტულ ეფექტებს:

  • ანთებების, ფერიმჭამელების, მუწუკების სწრაფ მოშორებას;
  • ნაოჭების გასწორებას, სახის კანის ფერის და ტექსტურის გაუმჯობესებას;
  • თმის ცვენის პროფილაქტიკას და ახალი თმის ამოსვლის სტიმულაციას;
  • ტკივილის სინდრომის მოხსნას, ვარიკოზის პროფილაქტიკას;
  • ბრძოლას ცელულიტთან და ა.შ.

აპარატი დარსონვალი WELSS WS 2320 სრულიად უსაფრთხოა, მარტივია გამოყენებისას და რეკომენდირებულია კოსმეტოლოგების მიერ სახლის მოხმარების პირობებში. პროცედურების საშუალო ხანგრძლივობა 10-15 წუთი.

გამოყენება

უკონტაქტო მეთოდი

მასაჟის საცმი მდებარეობს 1-4 მმ. დისტანციაზე კანიდან. კანიდან ელექტროდის მოცილებით იქმნება ნაპერცლური მუხტი, ჰაერი მასაჟიორის ირგვლივ ივსება ოზონით, დასამუშავებელი კანის ზონაში იგრძნობა სუსტი ჩხვლეტა. გადართეთ ინტენსივობა „0“ და დარწმუნდით რომ მოწყობილობა გამორთულია. ეს მეთოდი კარგია მშრალი და ასაკოვანი კანისთვის.

კონტაქტური მეთოდი

მასაჟიორის ვაკუუმური ელექტროდი ახდენს ზეგავლენას კანის კონკრეტულ ზონაზე მასთან უშუალო კონტაქტის დროს. „მშვიდი მუხტის“ პროცედურის დროს ხდება ცხიმის ჯირკვლების ნორმალიზება, იმატებს ტურგორი და კანის ელასტიურობა. გადართეთ ინტენსივობა „0“ და დარწმუნდით რომ მოწყობილობა გამორთულია.ეს მეთოდი კარგია ცხიმიანი კანისთვის.

„ნაპერწკლური მუხტი“

დაიფარეთ თვალებზე სველი ტილო, შეეხეთ ანთებების მქონე კანის ადგილებს შუშის მილით. პროცედურის დრო არ უნდა აღემატებოდეს 10 წამს. დასამუშავებელი კანის ზონაში იგრძნობა სუსტი ჩხვლეტა. გადართეთ ინტენსივობა „0“ და დარწმუნდით რომ მოწყობილობა გამორთულია.

„თმის მოვლა“

თმა უნდა იყოს სუფთა და მშრალი. აუცილებელია თავიდან მეტალის ნივთების მოცილება. პროცედურის დროს გამოიყენება „სავარცხლის“ საცმი, რომლის გადასმა ხდება თავის თმიან ნაწილზე შუბლიდან კეფისაკენ და პირიქით (მოკლე თმის შემთხვევაში).გადართეთ ინტენსივობა „0“ და დარწმუნდით რომ მოწყობილობა გამორთულია. მოცემული მეთოდი განკუთვნილია კანის ზედაპირის სტიმულაციისთვის და თმის მდგომარეობის და მათი ზრდის გაუმჯობესებისთვის.

გამაფრთხილებელი ზომები

  • ზედმეტად მგრძნობიარე კანი დაიფარეთ ქსოვილით.
  • არ გააჩეროთ მოწყობილობა ერთ მონაკვეთზე 10 წამზე მეტი.
  • მოწყობილობა არ უნდა გამოიყენონ ორსულმა ქალებმა და კარდიოსტიმულატორის მატარებელმა პირებმა.
  • დარწმუნდით, რომ შუშის მილი ჩასმულია ტარში მოწყობილობის გამოყენების წინ. გადართეთ ინტენსივობა „0“ და დარწმუნდით რომ მოწყობილობა გამორთულია
  • არ არის რეკომენდირებული მოწყობილობის გამოყენება თუ კანზე არსებობს ჭორპლები და ხალები.

უსაფრთხოება:

  • არ ეცადოთ დამოუკიდებლად მოწყობილობის დაშლა. გამოიყენეთ ის გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად. ყველა შესაკეთებელი სამუშაო ტარდება მხოლოდ სერვის ცენტრის თანამშრომლების მიერ.
  • არ ჩართოთ მოწყობილობა სველი ხელებით და წყალთან ახლოს.
  • გამორთეთ მოწყობილობა როზეტიდან და არ ჩართოთ ის შემდეგ შემთხვევებში:

- მოწყობილობას მოხვდა წყალი

- თქვენ იგრძენით უცნაური კვამლის სუნი

- სადენი გაუმართავია

- მოწყობილობა დაგივარდათ და დაზიანდა

  • აუცილებლად გამორთეთ მოწყობილობა ქსელიდან პროცედურების დამთავრების შემდეგ.
  • არ მოახვედროთ გარე ნივთები მოწყობილობის გასართში.
  • გაუფრთხილდით მოწყობილობას და არ დადოთ ის არამყარ ზედაპირებზე.
  • შეინახეთ მოწყობილობა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ტექნიკური მახასიათებლები:

ძაბვა: 220 V

სამუშაო სიხშირე: 50 Hz

სიმძლავრე: 10 W

ზომა: 25 x 4.2 x 4 სმ.

შეფუთვის ზომა:21.2 x 32.5 x 5.5 სმ.

ნაკეთობის წონა - 365 გრ., წონა შეფუთვაში - 875 გრ.

Toრეჟიმი: 5-40 OC

კომპლექტაცია: შეფუთვა, მოწყობილობა, 4 საცმი, ინსტრუქცია.

საცმები: „სავარცხელი“, „წვეთი“, „ფურცელი“, „სოკო“

საგარანტიო ვადა: 12 თვე შეძენის დღიდან.


კვება:
110-250 ვ / 50-60 ჰერცი
პროდუქტის ზომები:
25.0х4,2х4.0 სმ
შეფუთვის ზომები:
32.5х21.2х5.5 სმ
პროდუქტის წონა:
365 გრ
შეფუთვის წონა:
875 გრ
ტემპერატურული რეჟიმი:
5-40 С
შეფუთვაში:
5 ცალი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმიხილვის დაწერა

ინფო ბლოკი