თმის გასასწორებელი არგანის ზეთით WELSS WS 4010

10 ცალი;
WS 4010

205.96 

ძველი ფასი: 257.45 
Welss თმის გასასწორებელი არგანის ზეთით Welss კომპანიის პროდუქცია - თქვენი საკუთარი კოსმეტოლოგიური სალონი! მოწყობილობა უზრუნველყოფს თმის გასწორებას და დახვევას. არგანის ზეთი ანიჭებს თმას ბზინავრებას და ხავერდს, ეხმარება ვარცხნილობის მეტი ხნით შენარჩუნებაშიაღწერა მბრუნავი ელექტროსადენი....
+

Welss თმის გასასწორებელი არგანის ზეთით

Welss კომპანიის პროდუქცია - თქვენი საკუთარი კოსმეტოლოგიური სალონი!

მოწყობილობა უზრუნველყოფს თმის გასწორებას და დახვევას. არგანის ზეთი ანიჭებს თმას ბზინავრებას და ხავერდს, ეხმარება ვარცხნილობის მეტი ხნით შენარჩუნებაშიაღწერა

  1. მბრუნავი ელექტროსადენი.
  2. კერამიკული ფირფიტების ბლოკირება.
  3. არგანის ზეთის რეზერვუარის ბლოკირების გადამრთველი.
  4. რეზერვუარი.
  5. ტემპერატურული რეჟიმის რეგულირება.
  6. მოწყობილობის ჩართვა/გამორთვის ღილაკი.
  7. ტიტანის ფირფიტები.
  8. სიცხეგამძლე ბუნიკი

მოწყობილობის მოვლის ინსტრუქცია


  • გაწმენდის წინ დარწმუნდით რომ მოწყობილობა გამორთულია ქსელიდან და კერამიკული ფირფიტები მოხსნილია.
  • თუ კომპლექტში არ შედის მოვლის სპეციალური საშუალებები, გაწმინდეთ ტიტანის ფირფიტები მშრალი რბილი ქსოვილით.
  • მოწყობილობის გასაწმენდად აკრძალულია ნებისმიერი საწმენდი საშუალებების გამოყენება.
  • ! კატეგორიულად აკრძალულია მოწყობილობის გარეცხვა წყალში.


შენახვა


  • შეინახეთ მოწყობილობა მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • კატეგორიულად აკრძალულია სადენის დახვევა მოწყობილობის ირგვლივ.
  • გამოყენების წინ ყოველთვის შეამოწმეთ მოწყობილობა, განსაკუთრებით შეამოწმეთ სადენი და შტეკერი.
  • არ დაშალოთ მოწყობილობა დამოუკიდებლად.

კომპლექტაცია:

თმის გასასწორებელი....................................1 ც.

რეზერვუარი არგანის ზეთისთვის.............1 ც.

ინსტრუქცია....................................................1 ც.

ტექნიკური მახასიათებლები:

კვება...................................................................110-240 ვტ., 50/60 ჰგ., 0,8 ამპერ

სიმძლავრე........................................................ 60 ვტ.

ტემპერატურა გაცხელების დროს................150-235 OC

ზომა(სიგრძე, სიგანე, სიმაღლე)....................30 x 3.5 x 3.5 სმ.

მოწყობილობის წონა......................................460 გრ.

მოწყობილობის წონა შეფუთვით.................850 გრ.


საგარანტიო ვადა: 12 თვე შეძენის დღიდან.

გამოყენების ინსტრუქცია

  1. ჩართეთ მოწყობილობა ქსელში და დააჭირეთ ღილაკს Power.
  2. ლურჯი ფერის ინდიკატორი ნიშნავს რომ მოწყობილობა შეერთებულია და ხურდება.
  3. დააყანეთ თქვენთვის სასურველი ტემპერატურული რეჟიმი ტემპერატურის კონტროლის +/- ღილაკით.
  4. სანამ მწვანე ფერის ინდიკატორი ციმციმებს მოწყობილობა ხურდება.
  5. როდესაც ინდიკატორი გაჩერდება არჩეულ ტემპერატურულ რეჟიმთან მოწყობილობა მზად არის გამოყენებისთვის.
  6. დაივარცხნეთ თმა. დაყავით თმა 1,25-1,5 სმ. სიფართის კულულებზე.
  7. თმის სწორი გაუთავებისთვის გადაატარეთ მოწყობილობაფესვებიდან ქვემოთ ერთი მიმართულებით.
  8. არ შეაჩეროთ მოწყობილობათმის ცალკეულ მონაკვეთზე, სჯობს მოუმატოთ ტემპერატურას რომ თმა გასწორდეს ერთი ჩამოსმით.
  9. პროცედურის დამთავრების შემდეგ გამორთეთ მოწყობილობა. ამისთვის დააჭირეთ ღილაკს Power, გამორთეთ მოწყობილობა ქსელიდან და აცადეთ გაცივება სანამ შეინახავთ კოლოფში.

უსაფრთხოების ინსტრუქცია

! ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ინსტრუქციის წაკითხვა თმის გასასწორებელი არგანის ზეთით WELSS WS 4010 მოწყობილობის მოხმარების წინ.


  • არ დაგავიწყდეთ რომ თმის გასასწორებელი არგანის ზეთით WELSS WS 4010 ელექტრომოწყობილობაა და ტიტანის ფირფიტები ძალიან ხურდება.
  • არ შეეხოთ მოწყობილობის ცხელ ზედაპირებს.
  • არ დაშალოთ მოწყობილობა დამოუკიდებლად. დახმარებისთვის მიმართეთ სერვის-ცენტრს.
  • შეინახეთ მოწყობილობა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • იყავით ყურადღებით მოწყობილობის გამოყენების დროს თუ თქვენს გვერდით ბავშვებია.
  • არ შეიძლება მოწყობილობის გამოყენება წყალთან უშუალო სიახლოვეში.
  • არ დადგათ და არ ჩააგდოთ წყალში ან სხვა რაიმე სითხეში მოწყობილობა. თუ მოწყობილობა ჩაგივარდათ წყალში სასწრაფოდ გამორთეთ ის ქსელიდან. არ მოკიდოთ ხელი მოწყობილობას და არ ამოიღოთ წყლიდან სანამ ის შეერთებულია ქსელში.
  • გამოყენების წინ ხელები კარგად შეამშრალეთ.
  • ელექტროსადენი ყოველთვის შორს უნდა იყოს ცხელი ზედაპირებიდან.
  • დაუშვებელია ელექტროსადენის დახვევა მოწყობილობაზე.
  • ყოველთვის შეამოწმეთ მოწყობილობა გამოყენების წინ.
  • დაუშვებელია მოწყობილობის გამოყენება თუ მისი ელექტროსადენი ან შტეკერი დაზიანებულია.

არგანის ზეთი

საკვები ნივთიერებების ბალანსირებული შემცველობის წყალობით არგანის ხის ზეთი ნამდვილი აღმოჩენაა თმის მოვლისთვის და მათი ზრდის სტიმულაციისთვის.

არგანის ზეთის უნიკალური თვისებები აიხსნება მისი ქიმიური შემადგენლობით: ზეთი 80% შედგება არაგაჯერებული ცხიმოვანი მჟავისგან, მათ შორის შეიცავს 35% ლინოლეის ცხიმოვან მჟავას, რომელსაც ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს და მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ გარედან.

არგანის ზეთის ზემოქმედება თავის კანზე და თმაზე

არგანის ხის ზეთს გააჩნია უამრავი რაოდენობით სამკურნალო თვისება, რის შედეგად გამოიყენება თმის მოვლის საშუალებებში ან გამოიყენება ამ მიზნით ნატურალური სახით.

პირველ რიგში ეს ნატურალური საშუალება იცავს თმას გარემოს აგრესიისგან: მაღალი ან პირიქით, ჰაერის დაბალი სინოტივისგან, ულტრაფიოლეტის მოქმედებისგან, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნებისგან, მომწამლავი ნივთიერებების ზემოქმედებისგან, რომლებიც უხვადაა ჰაერში და კოსმეტიკურ საშუალებებშიც კი.

გარდა ამისა ის კვებავს და ატენიანებს თავის კანს, აღადგენს მის სტრუქტურას. არგანის ზეთის რეგულარული გამოყენება დაგეხმარებათ ქერტლის მოცილებაში, თმის სწრაფ ზრდაში და მათი დაბერების შენელებაში. თმა იქნება სქელი და ბზინვარე.

არგანის ზეთისთვის რეზერვუარის შევსების ინსტრუქცია

  • მოცემული მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია როგორც არგანის ზეთით ასევე არგანის ზეთის გარეშ როგორც ჩვეულებრივი თმის გასასწორებელი.
  • მოწყობილობის ქსელში ჩართვის წინ მოხსენით რეზერვუარი გადამრთველის ბლოკის მოხსნის სიმბოლოსკენ გადაწევით. (ს.1)
  • მოაბრუნეთ რეზერვუარი, მოხსენით რეზინის ხუფი.
  • ფრთხილად ჩაასხით მცირე რაოდენობის არგანის ზეთი რეზერვუარში.
  • რეზერვუარის ავსების შემდეგ დაახურეთ რეზინის ხუფი და ჩადგით რეზერვუარი მოწყობილობაში.
  • გადაწიეთ ჩამრთველი ბლოკირების სიმბოლოსკენ. (ს.2)
  • ტენიანობის რეგულირებისთვის გამოიყენეთ რეგულატორი, რომელიც განლაგებულია მოწყობილობის მეორე მხარეს (ს.3)
კვება:
110-240 ვ, 50/60 ჰერცი 0,8 А
პროდუქტის ზომები:
30х3,5х3,5
სიმძლავრე:
60 ვტ
პროდუქტის წონა:
460 გრ
შეფუთვის წონა:
850 გრ
ტემპერატურა გათბობისას:
150 С - 235 С

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმიხილვის დაწერა

ინფო ბლოკი