რა არის პილინგი?

ავტორი   Welss Blog
07/28/2015
3
რა არის პილინგი?

სახის ღრმა წმენდის საშუალებები

გომაჟი

იწარმოება კრემის ან ნიღბის სახით. გამოიყენება სახის და სხეულის კანზე, თხელი ფენის დადებით და გაშრობის შემდგომ იმარცვლება მსუბუქი მასაჟის მოქმედების შედეგად.

სკრაბი

იწარმოება გელის, ემულსიის ან კრემის სახით. შემადგენლობაში შედის დამატენიანებელი და მკვებავი ნივთიერებები, აგრეთვე პატარა აბრაზიული ნაწილაკები, რომელიც კანში შეზილვის შედეგად ახენენ მექანიკურ პილინგს და კანის მკვდარი და გარქოვანებული უჯრედებისგან გასუფთავებას.

ნიღაბი - ფირი

იწარმოება გელის სახით. სახის კანზე დადების შემდეგ შეიქმნება თხელი ფენა, რომელიც მოხსნის დროს იღებს სახის კანიდან მკვდარ უჯრედებს და შავ წერტილებს,

პილინგი

იწარმოება გელის სახით. შემადგენლობაში შედიან მჟავები, ფერმენტები და სხვა აქტიური ნივთიერებები. მოცემულ შემთხვევაში, გარქოვანებული უჯრედების დაშლა ხდება ქიმიური რეაქციის შედეგად.

პილინგის სახეობები

კანზე ზემოქმედების სიღრმის მიხედვით

ზედაპირული პილინგი
ყველაზე მსუბუქი და უსაფრთხო სახის პილინგი. მუშავდება კანის ზედაპირი - corneum, ღრმა შეღწევის გარეშე. არ ეხება ქვეფენებს და არ იწვევს ანთების პროცესებს და აქერცვლას.

შუალედური პილინგი
აღწევს პაპილარული დერმის ფენაში, ნაწილობრივ ანადგურებს ბაზალურ გარს. ზოგჯერ შუალედური პილინგი იყოფა ზედაპირულ-საშუალოზე ( მოქმედებს ეპიდერმისის დონეზე და არ ეხება ბაზალურ მემბრანას) და საშუალო ბაზალური მემბრანის განადგურების შედეგით.

ღრმა პილინგი
აღწევს რეტიკულური დერმაში და მთლიანად ანადგურებს ბაზალურ მემბრანას.

კანზე ზემოქმედების მეთოდის მიხედვით

მექანიკური პილინგი
მისი საფუძველია კანზე მექანიკური ზემოქმედება

ბროსაჟი
არსებობს აპარატული და მანუალური. წარმოადგენს ბრუნვად ფუნჯს ნატურალური ჯაგრისით.

ვაკუმური პილინგი
ხორციელდება სპეციალური საქშენით («მინი-მტვერსასრუტი»). პროცედურის დრო ხდება ზემოქმედება ჟანგბადის უკუ-წნევით და სუფთავდება წინასწარ გახსნილი ფორები. ხდება შემცველობის ამოქაჩვა.

აირ-თხევადი პილინგი
ახდენს ზემოქმედებას კანზე წყლის და ჟანგბადის ნაწილაკების მეშვეობით, დაჩქარებული ზებგერითი სიჩქარით ( 1,8 მაქს)

ულტრაბგერითი პილინგი
მეტ წილად გამოიყენება კომპლექსურად, სახის გაწმენდის მექანიკური მეთოდით და ცხელი ეფექტის ნითბების მეშვეობით.

ქიმიური პილინგი
ქიმიური პილინგის არსი მდგომარეობს - კანზე მჟავების ( რძის, გლიკოლის, ფენოლის და სხვა...) ფერმენტებით და ბიოლოგიური აქტიური ნივთიერებების ( ვიტამინებით, მინერალებით და ამინომჟავებით).

მნიშვნელოვანია ცოდნა რომ...

  • პილინგის შემდგომ თავი უნდა აარიდოთ მზის სხივების პირდაპირ მოხვედრას და ზემოქმედებას.
  • გამოიყენეთ მზის სხივებისგა დამცავი კრემები SPF-ით, არანაკლებ 25-სა.
  • ინსოლაციის პერიოდში ატარეთ თავსაბურავები, შლიაპები დიდი ველებით.
  • პილინგის უმრავლესი ტიპის პროცედურის ჩატარება უმჯობესია ნაკლებად მზიან პერიოდში, სასურველია შემოდგომის ან ზამთრის პერიოდები.
  • აკრძალულია სოლარიუმების პროცედურები და რუჯის მიღება პილინგამდე არანაკლებ 1 კვირით ადრე პერიოდში და რეაბილიტაციის პერიოდში.
  • არ არის სასურველი აბანოების და საუნების ვიზიტი რეაბილიტაციის პერიოდში.
  • პილინგის ბევრი ტიპი არ შეიძლება შეუტავსოთ წამლების მიღებას მაგ: ( რეტინოიდებით, ჰორმონალური აგენტები, ფოტოსენსიტიური პრეპარატები, ანტიკოაგულაციური და სხვა...).
  • საჭიროა პილინგამდე მომზადება და პროცედურის შემდგომი მოვლა .
  • ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება დახასიათებას, უპირატესობებს და უკუჩვენებებს.


პილინგის საერთო მაჩვენებლები

- პრობლემური კანი და აკნე
- ჰიპერპიგმენტაცია
- ქრონო და ფოტოდაბერება
- კანის დაწეული ტონუსი და ელასტიურობა
- მქრალი და არათანაბარი კანის ფერი
- გაფართოვებული ფორები
- მეტად სერიოზული და ღრმა კოსმეტიკური პროცედურებისთვის მომზადება
- უკუჩვენებები

უკუჩვენებები

- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
- გაციება და ციებ-ცხელება
- ქრონიკული დაავადებების მწვავე სტადიაში
- ჰერპესი მწვავე სტადიაში
- კანის ინფექციური დაავადებები
- კელოიდური ნაწიბურების ფორმირების მიდრეკილება
- დაზიანებული სახის კანის საფარი
- დაავადებები სისხლისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის
- ონკოლოგიური დაავადებები
- კანის დაავადებები მწვავე სტადიაში (ეგზემა, დერმატიტი)
- შაქრიანი დიაბეტი

პილინგის შემდგომი შედეგები

  1. სახის კანი ხდება გლუვი, რბილი, ნაზი და ერთტონში.
  2. ელასტიურობის მატება, ლიფტინგის ეფექტი
  3. ფერი ერთგვაროვანი და ჯანმრთელი
  4. ნაოჭების და ნაწიბურების შემცირება
  5. პიგმენტური ლაქების შემცირება ან გაქრობა
  6. აკნეს შემცირება და პროვენცია
  7. მოვლილი გარეგნობა
  8. გაახალგაზრდავება
  9. ლამაზი იერსახე
  10. ბედნიერი ღიმილი :)

კომენტარები

http://sdfgdfsgfdhfgjkur.com/
cialis tadalafil viagra
nitroglycerin cialis interaction
Viagra Aus Deutschland [url=http://costofcial.com]cialis[/url] buy accutane isotretinoin online
Nolvadex Vente [url=http://cheap-priligy-online.priliorder.com]Cheap Priligy Online[/url] Commander Viagra Pas Cher Topical Propecia Problems [url=http://buy-generic-kamagra-online.kamagpills.com]Buy Generic Kamagra Online[/url] Cialis De Marca Fedex Shipping Pyridium Increased Urination [url=http://viacheap.com]viagra[/url] Buy Propecia Dutasteride Amoxicillin Refridgerate [url=http://zoloft.ccrpdc.com/cheap-zoloft-50mg.php]Cheap Zoloft 50mg[/url] Cephalexin Dose For Children Canadian...5mg Cialis [url=http://levitra-ordering.buylevi.com]Levitra Ordering[/url] Acheter Du Clomid En Streaming Viagra 100 Mg For Sale [url=http://price-of-viagra.via100mg.com]Price Of Viagra[/url] Viagra Ohne Rezept In Holland Kaufen Inhaler Purchase United States [url=http://cial40mg.com/where-to-buy-cialis.php]Where To Buy Cialis[/url] Need Fluoxetine Mastercard Accepted Medication Free Shipping
შეტყობინების დატოვება

რეცენზიები